ტრაგედია გომისმთაზე - ბელარუსის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Иван Руднев / გადასვლა მედიაბანკშიბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2026
გამოწერა
მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ავარიამდე მიკროავტობუსიდან გადახტომა მოასწრო.
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ყველა საჭირო დახმარებას ცხედრების რეპატრიაციისა და ბელარუსის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხში, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
12 აგვისტოს გვიან საღამოს გომისმთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც გზიდან ხევში გადავარდა. ოთხივე დაღუპული ბელარუსის მოქალაქე იყო.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ყველა საჭირო დახმარებას გარდაცვლილთა ცხედრების რეპატრიაციისა და ბელარუსის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მინსკი შოკირებულია ტრაგედიით, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბელარუსის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და ყველა საჭირო დახმარებას უწევენ. საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ოზურგეთის კრიმინალურ და საპატრულო სამსახურებთან და კლინიკების ხელმძღვანელობასთან.
მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ავარიამდე მიკროავტობუსიდან გადახტომა მოასწრო. ის დაშავდა და კლინიკაში იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0