https://sputnik-georgia.com/20260603/saqartvelom-belarusshi-gamofenaze-miigo-monawileoba-298975645.html
საქართველომ ბელარუსის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე აგროპროდუქცია პირველად წარადგინა
საქართველომ ბელარუსის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე აგროპროდუქცია პირველად წარადგინა
Sputnik საქართველო
გამოფენა მინსკის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ბელექსპოს“ ტერიტორიაზე 2–6 ივნისს ტარდება. 03.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-03T21:23+0400
2026-06-03T21:23+0400
2026-06-03T21:23+0400
საქართველო
ბელარუსი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/03/298977212_0:325:2049:1477_1920x0_80_0_0_ed909f153bfbeb9348f62a8a9f8e95bc.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველო პირველად მონაწილეობს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო აგროსამრეწველო გამოფენაში „ბელაგრო 2026“ (Belagro 2026), განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონგულაშვილმა.სონღულაშვილმა მინსკში ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენა „ბელაგრო 2026“-ის გახსნის ცერემონიაში. გამოფენა მინსკის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ბელექსპოს“ ტერიტორიაზე 2–6 ივნისს ტარდება.ქართულ პავილიონში სონღულაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ იური შულეიკოს, სოფლის მეურენობის და სურსათის მინისტრ იური გორლოვს და და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორ კუ დონჟუს უმასპინძლა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული მაღალი ინტერესი მომავალში კონკრეტულ პარტნიორობებსა და ახალ საექსპორტო ხელშეკრულებებში აისახება, რაც, ცხადია, ხელს შეუწყობს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებას, ექსპორტის ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ბელარუსის ბაზარი სრულად უნდა იქნას გამოყენებული ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის. Belagro 2026-ზე ქართული პავილიონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა კომპანიებმა, რომლებიც ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა.საერთაშორისო გამოფენა Belagro ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმაა რეგიონში, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.
საქართველო
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/03/298977212_0:133:2049:1669_1920x0_80_0_0_fd203aeeaa8b701152395cd776a5ec26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბელარუსი , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ბელარუსი , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველომ ბელარუსის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე აგროპროდუქცია პირველად წარადგინა
გამოფენა მინსკის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ბელექსპოს“ ტერიტორიაზე 2–6 ივნისს ტარდება.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველო პირველად მონაწილეობს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო აგროსამრეწველო გამოფენაში „ბელაგრო 2026“ (Belagro 2026), განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონგულაშვილმა.
სონღულაშვილმა მინსკში ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენა „ბელაგრო 2026“-ის გახსნის ცერემონიაში. გამოფენა მინსკის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ბელექსპოს“ ტერიტორიაზე 2–6 ივნისს ტარდება.
„წელს ქართული პროდუქცია პირველად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენაზე „Belagro 2026“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა. დამთვალიერებლების სიმრავლით გამოირჩევა ქართული სტენდი, რაც ხაზს უსვამს ინტერესს ქართული პროდუქციის მიმართ“, -განაცხადა სონღულაშვილმა.
ქართულ პავილიონში სონღულაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ იური შულეიკოს, სოფლის მეურენობის და სურსათის მინისტრ იური გორლოვს და და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორ კუ დონჟუს უმასპინძლა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული მაღალი ინტერესი მომავალში კონკრეტულ პარტნიორობებსა და ახალ საექსპორტო ხელშეკრულებებში აისახება, რაც, ცხადია, ხელს შეუწყობს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებას, ექსპორტის ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.
მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ბელარუსის ბაზარი სრულად უნდა იქნას გამოყენებული ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის.
„ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთპატივისცემასა და ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარება. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ვიზიტები და ასეთი მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილოება ყველაფერ აღნიშნულს უწყობს ხელს“, - განაცხადა ხვთისიაშვილმა.
Belagro 2026-ზე ქართული პავილიონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა კომპანიებმა, რომლებიც ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა.
საერთაშორისო გამოფენა Belagro ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმაა რეგიონში, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.