„უნარების გაზიარების სივრცე“: მოსკოვში Sputnik Pro-ს მე-15 მოდული გაიმართა

© photo: Sputnik
გამოწერა
სექტემბრის პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს 12-მა ჟურნალისტმა, ბლოგერებმა, ასევე SMM და PR სპეციალისტებმა სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან.
მოსკოვი, 25 სექტემბერი – Sputnik, ელიზავეტა ბორისენკო. მოსკოვში, მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ ოფისში, 21-25 სექტემბერს გაიმართა პროგრამის მე-15 მოდული მეზობელი ქვეყნების ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისა და SMM და PR სპეციალისტებისთვის.
ხუთი დღის განმავლობაში სააგენტოს წამყვანი თანამშრომლები ატარებდნენ მასტერ-კლასებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომლებიც თანამედროვე მედიასაქმიანობის ძირითად მიმართულებებს მოიცავდა.

Sputnik Pro at Zubovsky
© photo: Sputnik
მათ შორის იყო მუშაობა სოციალური ქსელებსა და Telegram-არხებზე, მედიამონიტორინგი, მუშაობა ფოტო და ვიდეოკონტენტთან და პირდაპირი ეთერების ორგანიზება.

Sputnik Pro at Zubovsky
© photo: Sputnik / VITALIY BELOUSOV
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გასაუბრებოდნენ სამხედრო კორესპონდენტს და გაცნობოდნენ ცხელ წერტილებში და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჟურნალისტის მუშაობის თავისებურებებს.

Sputnik Pro at Zubovsky
© photo: Sputnik / VITALIY BELOUSOV
კურსის ერთ-ერთი მთავარი თემა ნეიროქსელებთან მუშაობა იყო. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უნარი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
„ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტუალური ხდება და ბაზრის სულ უფრო დიდ არეალს იკავებს. განსაკუთრებით საინტერესო თემა იყო მისი „რუხი ზონა“ — ნეიროქსელების გამოყენება საკანონმდებლო კუთხით. ამ სფეროში რეგულაციები პრაქტიკულად არ არსებობს; საკანონმდებლო ზომების დანერგვა მხოლოდ ახლა იწყება აშშ-ში, ევროპაში, რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში. ძალიან საინტერესო იყო იმის გაგება, თუ რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს სამყაროზე და როგორ მოხდება მისი რეგულირება მომავალში“, — უამბოSputnik-ს მონაწილემ ბელარუსიდან, ვიქტორ ბულავსკიმ.
მთლიანობაში, მონაწილეები აღნიშნავენ, რომ პროგრამა„Sputnik Pro ზუბოვსკიზე“ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ ჟურნალისტებში, არამედ სხვა პროფესიების წარმომადგენლებში.

Sputnik Pro at Zubovsky
© photo: Sputnik
მოდულის ფარგლებში მიღებული ახალი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება სამშობლოში დაბრუნებისთანავეა შესაძლებელი.

Sputnik Pro at Zubovsky
© photo: Sputnik
„საჭიროა გარკვეული უნარების მუდმივი სწავლა. ჩვენს პროფესიაში — ისევე, როგორც მედიცინაში — ზოგჯერ გარკვეულ დონეს აღწევ და ფიქრობ: „ეს ზღვარია თუ არა?“ მსგავსი პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია; ისინი ხელს უწყობს უნარებისა და ცოდნის გაცვლას სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს შორის“, — აღნიშნა მონაწილემ ყაზახეთიდან მერუერთ ნურგაზინოვამ.

Sputnik Pro at Zubovsky
© photo: Sputnik / VITALIY BELOUSOV
მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ „Sputnik Pro ზუბოვსკიზე“ თანამოაზრეების და კოლეგების გაცნობის, ასევე ახალი ადგილების მონახულების შესაძლებლობას იძლევა. ზოგიერთი მათგანი მოსკოვში პირველად იმყოფებოდა და ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა შეძლო.
„უკვე მოვასწარი კრემლის, წითელი მოედნისა და პარკ „ზარიადიეს“ მონახულება. საბჭოთა ეპოქის მასშტაბური ნაგებობები ნამდვილად შთამბეჭდავია. საღამოობით კი დრო რჩება განათებული მოსკოვის დასათვალიერებლადაც“, — აღნიშნა საქართველოდან ჩასულმა მონაწილემ მიხეილ რუდენკომ.
მოდულის დასრულებისას მონაწილეებმა საკუთარი პროექტები წარადგინეს და პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატებიც მიიღეს.
„Sputnik Pro ზუბოვსკიზე“ (Sputnik Pro at Zubovsky) არის პროექტი, რომელსაც დსთ-ის ქვეყნების ჟურნალისტებისთვის „ახლო საზღვარგარეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მულტიმედიური ცენტრების დირექტორატი“ ახორციელებს. 2023 წლიდან მოყოლებული, პროგრამაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 160-ზე მეტმა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა.
წელს „ახლო საზღვარგარეთის“ ქვეყნებიდან მედიის კიდევ 12 წარმომადგენელს მიეცემა შესაძლებლობა, გაეცნოს სააგენტოს საქმიანობას და აიმაღლოს პროფესიული უნარ-ჩვევები.