https://sputnik-georgia.com/20260320/aleqsandr-lukasenkom-saqartvelos-patriarqis-gardacvalebis-gamo-samzimari-gamo-297690919.html
ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
Sputnik საქართველო
ლუკაშენკომ აგრეთვე სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს. 20.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-20T00:18+0400
2026-03-20T00:18+0400
2026-03-20T00:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბელარუსი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ალექსანდრ ლუკაშენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249072563_0:0:3062:1722_1920x0_80_0_0_42b3abc3be14a857ef855413011c6dc6.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი მისწერა. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, რესპუბლიკაში დიდი მწუხარებით შეიტყვეს ილია მეორის გარდაცვალების ამბავი.ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ილია მეორის მრავალწლიანმა მსახურებამ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხელი შეუწყო ასეულობით ტაძრისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას.ლუკაშენკომ აგრეთვე სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს.პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში კვირას, 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.ილია მეორის გარდაცვალების გამო გამოცხადებული ეროვნული გლოვა 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.ახალი მწყემსმთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
საქართველო
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249072563_8:0:2739:2048_1920x0_80_0_0_170b179df2e1ed5373f334a71a8553bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბელარუსი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ალექსანდრ ლუკაშენკო
ახალი ამბები, საქართველო, ბელარუსი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
ლუკაშენკომ აგრეთვე სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი მისწერა. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, რესპუბლიკაში დიდი მწუხარებით შეიტყვეს ილია მეორის გარდაცვალების ამბავი.
„მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს. ის ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის განმტკიცების, უსაფრთხოების, მეგობრობის და რელიგიათა შორის ურთიერთგაგების ინიციატივების მეშვეობით პატრიარქმა მოიპოვა განსაკუთრებული ადგილი მილიონობით ადამიანის გულში, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა“, - ნათქვამია წერილში.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ილია მეორის მრავალწლიანმა მსახურებამ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხელი შეუწყო ასეულობით ტაძრისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას.
ლუკაშენკომ აგრეთვე სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს.
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში კვირას, 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
ილია მეორის გარდაცვალების გამო გამოცხადებული ეროვნული გლოვა 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ახალი მწყემსმთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.