ლუკაშენკო: აშშ-ის მოლაპარაკებებიდან გასვლის შემთხვევაში უკრაინაში ესკალაცია გაიზრდება

© photo : Press service of the President of Belarusალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2025
გამოწერა
ამერიკულ ტელეარხ Newsmax TV-სთან ინტერვიუში ბელარუსის ლიდერმა აზრი იმაზეც გამოთქვა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ კიდევ მინსკს და ვაშინგტონს.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ აშშ არ უნდა გავიდეს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ესკალაცია გარდაუვალია.
სახელმწიფოს მეთაურმა ამის შესახებ შაბათს, მინსკში, ამერიკულ ტელეარხ Newsmax TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც გრეტა კონვეი ვან სასტერენმა ჩაწერა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.
Telegram-არხმა „Пул Первого“მოკლე ინტერვიუების ვიდეოფრაგმენტების ანონსი გამოაქვეყნა.
„თუ ამერიკელები ამისგან (კონფლიქტის მოგვარების მცდელობიდან - Sputnik) განზე გადგებიან, ესკალაცია გარდაუვალი იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკომ კითხვის პასუხად, თუ როდის მოხერხდება უკრაინის კონფლიქტის დასრულება.
ვიდერგოლში ასევე გამოქვეყნებულია ბელარუსის პრეზიდენტის ვენესუელასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის ფრაგმენტიც.
„თქვენ არ აღიარეთ ვენესუელაში ჩატარებული არჩევნები - ღმერთი თქვენსკენ! ვენესუელელებმა არჩევნები თავისთვის, თავიანთი ხალხისთვის, ჩაატარეს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერმა ისაუბრა იმაზეც, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან მინსკმა და ვაშინგტონმა.
„თუ თქვენ (აშშ - Sputnik) 2020 წელს ჩვენს წინააღმდეგ თავდასხის ორგანიზება მოახდინეთ და დამარცხდით, მოდით, მშვიდად და კაცურად გავაგრძელოთ სვლა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გრეტა კონვეი ვან სასტერენი, რომელმაც ბელარუსის პრეზიდენტს ინტერვიუ ჩამოართვა, ბელარუსში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის მეუღლეა. ლუკაშენკომ მასთან მოლაპარაკებები 12-13 დეკემბერს დამოუკიდებლობის სასახლეში გამართა.
ყველა ახალი ამბავი
0