https://sputnik-georgia.com/20260519/ruseti-birtvuli-zalebis-momzadebaze-wvrtnebs-atarebs-298721920.html
რუსეთი ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაზე წვრთნებს ატარებს
რუსეთი ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაზე წვრთნებს ატარებს
Sputnik საქართველო
წვრთნების ფარგლებში რუსი და ბელარუსი სამხედროების მიერ დამუშავდება ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული იარაღის ერთობლივი მომზადებისა და გამოყენების... 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T19:54+0400
2026-05-19T19:54+0400
2026-05-19T19:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ბელარუსი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266130239_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_4d6683f56a17e18b6d4055ffeefc3795.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრესიის საფრთხის პირობებში ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაზე წვრთნებს ატარებენ, რომელიც 19-21 მაისის პერიოდში გაიმართება, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.უწყების ცნობით, სამხედრო წვრთნების მიმდინარეობისას დაგეგმილია სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების, ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანეების ფლოტების, შორეული ავიაციის სარდლობის, ასევე ლენინგრადისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების ნაწილების ჩართვა.თავდაცვის უწყებაში დააზუსტეს, რომ წვრთნებში ასევე ჩართული იქნება 200-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი, 140-ზე მეტი საფრენი აპარატი, 73 ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი (მათგან რვა – სარაკეტო სტრატეგიული დანიშნულების).სწავლების მიმდინარეობისას ხელმძღვანელი და ოპერატიული შემადგენლობა სავარაუდო მოწინააღმდეგის შეკავებისას დაქვემდებარებული ძალების მართვის უნარ-ჩვევებს დახვეწს. გარდა ამისა, შემოწმდება სამხედრო მართვის ორგანოებისა და ჯარების მომზადების დონე, ასევე შეფასდება ჩართული ქვედანაყოფებისა და ძალების მზადყოფნა დასახული ამოცანების შესასრულებლად.გარდა ამისა, წვრთნების ფარგლებში რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პოლიგონებზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება განხორციელდება. ამასთან, რუსი და ბელარუსი სამხედროების მიერ დამუშავდება ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული იარაღის ერთობლივი მომზადებისა და გამოყენების საკითხები.მანამდე, ბელარუსის თავდაცვის უწყებამ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე წვრთნების ჩატარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266130239_408:0:3139:2048_1920x0_80_0_0_e2c255d2b810f6b7f223e9084dd8df13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ბელარუსი , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, ბელარუსი , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაზე წვრთნებს ატარებს
წვრთნების ფარგლებში რუსი და ბელარუსი სამხედროების მიერ დამუშავდება ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული იარაღის ერთობლივი მომზადებისა და გამოყენების საკითხებიც.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრესიის საფრთხის პირობებში ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაზე წვრთნებს ატარებენ, რომელიც 19-21 მაისის პერიოდში გაიმართება, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, სამხედრო წვრთნების მიმდინარეობისას დაგეგმილია სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების, ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანეების ფლოტების, შორეული ავიაციის სარდლობის, ასევე ლენინგრადისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების ნაწილების ჩართვა.
„სწავლებაში სულ ჩართული იქნება 64 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 7800-ზე მეტი ერთეული შეიარაღება, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის უწყებაში დააზუსტეს, რომ წვრთნებში ასევე ჩართული იქნება 200-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი, 140-ზე მეტი საფრენი აპარატი, 73 ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი (მათგან რვა – სარაკეტო სტრატეგიული დანიშნულების).
სწავლების მიმდინარეობისას ხელმძღვანელი და ოპერატიული შემადგენლობა სავარაუდო მოწინააღმდეგის შეკავებისას დაქვემდებარებული ძალების მართვის უნარ-ჩვევებს დახვეწს. გარდა ამისა, შემოწმდება სამხედრო მართვის ორგანოებისა და ჯარების მომზადების დონე, ასევე შეფასდება ჩართული ქვედანაყოფებისა და ძალების მზადყოფნა დასახული ამოცანების შესასრულებლად.
გარდა ამისა, წვრთნების ფარგლებში რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პოლიგონებზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება განხორციელდება. ამასთან, რუსი და ბელარუსი სამხედროების მიერ დამუშავდება ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული იარაღის ერთობლივი მომზადებისა და გამოყენების საკითხები.
მანამდე, ბელარუსის თავდაცვის უწყებამ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე წვრთნების ჩატარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.