https://sputnik-georgia.com/20260319/-----------297690122.html
ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ილია მეორის დაკრძალვას რუსეთის ეკლესიის სახელით დაესწრება
ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ილია მეორის დაკრძალვას რუსეთის ეკლესიის სახელით დაესწრება
Sputnik საქართველო
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში კვირას, 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო. 19.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-19T23:10+0400
2026-03-19T23:10+0400
2026-03-20T00:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ბელარუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/13/297688642_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_1e5cbada6240fec274300a13b6fb6834.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსმა ბენიამინმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოაცხადა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.„ბელარუსის მართლმადიდებელმა მაცხოვრებლებმა ღრმა მწუხარებით მიიღეს ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიწიერი გზის დასრულების შესახებ... წავიდა უფალთან ქრისტეს ვენახის ერთგული მოღვაწე, მართლმადიდებლობის დიდი ბურჯი, რომლის სახელიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფოსა და ერის ისტორიაში“, - ნათქვამია ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის წერილში.მიტროპოლიტმა ბენიამინმა აღნიშნა, რომ ილია მეორე სარგებლობდა უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და გაიხსენა მისი უწმინდესობის ვიზიტი ბელარუსში 2013 წელს, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულიერი ღვაწლი არის ქრისტეს ცოცხალი ქადაგება არა მხოლოდ ქართველი ერის საკეთილდღეოდ, არამედ ეკლესიებს შორის ძმური კავშირების შესანარჩუნებლად, რაც შეგვახსენებს: ჩვენ ვართ ქრისტეს ერთიანი სხეული, ერთიანი რწმენითა და სიყვარულით“, - ნათქვამია წერილში.მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი დელეგაციასთან ერთად საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენს.პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში კვირას, 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.ილია მეორის გარდაცვალების გამო გამოცხადებული ეროვნული გლოვა 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
საქართველო
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/13/297688642_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_a21ff223e142b10bc12b24deb6853084.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ბელარუსი
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ბელარუსი
ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ილია მეორის დაკრძალვას რუსეთის ეკლესიის სახელით დაესწრება
23:10 19.03.2026 (განახლებულია: 00:08 20.03.2026) პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში კვირას, 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსმა ბენიამინმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
„ბელარუსის მართლმადიდებელმა მაცხოვრებლებმა ღრმა მწუხარებით მიიღეს ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიწიერი გზის დასრულების შესახებ... წავიდა უფალთან ქრისტეს ვენახის ერთგული მოღვაწე, მართლმადიდებლობის დიდი ბურჯი, რომლის სახელიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფოსა და ერის ისტორიაში“, - ნათქვამია ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის წერილში.
მიტროპოლიტმა ბენიამინმა აღნიშნა, რომ ილია მეორე სარგებლობდა უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და გაიხსენა მისი უწმინდესობის ვიზიტი ბელარუსში 2013 წელს, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულიერი ღვაწლი არის ქრისტეს ცოცხალი ქადაგება არა მხოლოდ ქართველი ერის საკეთილდღეოდ, არამედ ეკლესიებს შორის ძმური კავშირების შესანარჩუნებლად, რაც შეგვახსენებს: ჩვენ ვართ ქრისტეს ერთიანი სხეული, ერთიანი რწმენითა და სიყვარულით“, - ნათქვამია წერილში.
მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი დელეგაციასთან ერთად საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენს.
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში კვირას, 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
ილია მეორის გარდაცვალების გამო გამოცხადებული ეროვნული გლოვა 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.