სპარსეთის ყურიდან ბელარუსამდე: საქართველოს მთავარი დიპლომატი გაეროში შეხვედრებს მართავს

© MFA of GeorgiaГлава МИД Грузии Мака Бочоришвили в ООН
Глава МИД Грузии Мака Бочоришвили в ООН - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში 22 სექტემბრიდან გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი რანგის კვირეულის ფარგლებში იმყოფება.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს — ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივთან.
© MFA of Georgiaსაგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივთან.
В рамках Генассамблеи глава МИД Грузии встретилась с генеральным секретарем Совета сотрудничества арабских государств Персидского залива (ССАГПЗ) Джасемом Мохамедом Аль-Будайви.  - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ყურის ქვეყნებთან საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა GCC-ის გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
გარდა ამისა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა გამართა შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან.
© MFA of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი გაეროში
Глава МИД Грузии Мака Бочоришвили в ООН - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
მაკა ბოჭორიშვილი გაეროში
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნისათვის პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში 22 სექტემბრიდან გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი რანგის კვირეულის ფარგლებში იმყოფება.
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის მიღებას უმასპინძლა, რომელიც2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა. ვიცე-პრემიერმა სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0