ტრაგედია გომისმთაზე: მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2026
გამოწერა
გამოძიების ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლს ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა.
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გომისმთაზე ავარიის შედეგად 4 უცხოელი ტურისტის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
12 აგვისტოს გვიან საღამოს გომისმთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც გზიდან ხევში გადავარდა. ოთხივე დაღუპული ბელარუსის მოქალაქე იყო. მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ავარიამდე მიკროავტობუსიდან გადახტომა მოასწრო.
საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლს ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა.
ყველა ახალი ამბავი
0