https://sputnik-georgia.com/20260316/irakli-kobaxize-belarusis-vice-premiers-sexvda-297604051.html
ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე იური შულეიკოს თბილისში პირისპირ შეხვდა და ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა 16.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-16T15:29+0400
2026-03-16T15:29+0400
2026-03-16T15:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ბელარუსი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/10/297602714_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_773b7776fafbeb18f4e8fd34e440c9e3.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბელარუსის ვიცე-პრემიერ იური შულეიკოსთან, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე იური შულეიკოს თბილისში პირისპირ შეხვდა. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომის გამართვის მნიშვნელობა, ქვეყნებს შორის აქტუალური ეკონომიკური საკითხების განხილვის თვალსაზრისით. მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით დინამიკასა და საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე. საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აქტიურად განვითარდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც ლუკაშენკო პირველად ეწვია თბილისს ოფიციალური ვიზიტით. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თბილისსა და მინსკს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაა. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის დეკემბერში კი გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხეილ მიატლიკოვი დაინიშნა.
საქართველო
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/10/297602714_99:0:1919:1365_1920x0_80_0_0_aa74691c06daaf9c41712071be938bd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ბელარუსი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ბელარუსი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ირაკლი კობახიძე იური შულეიკოს თბილისში პირისპირ შეხვდა და ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბელარუსის ვიცე-პრემიერ იური შულეიკოსთან, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე იური შულეიკოს თბილისში პირისპირ შეხვდა.
"განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის როლს სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის თვალსაზრისით", - აღნიშულია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომის გამართვის მნიშვნელობა, ქვეყნებს შორის აქტუალური ეკონომიკური საკითხების განხილვის თვალსაზრისით.
მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით დინამიკასა და საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე.
საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აქტიურად განვითარდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც ლუკაშენკო პირველად ეწვია თბილისს ოფიციალური ვიზიტით.
ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თბილისსა და მინსკს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაა. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის დეკემბერში კი გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხეილ მიატლიკოვი დაინიშნა.