https://sputnik-georgia.com/20260409/ucxoelma-diplomatebma-9-aprilis-memoriali-yvavilebit-seamkes-298025561.html
უცხოელმა დიპლომატებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
უცხოელმა დიპლომატებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
Sputnik საქართველო
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან 37 წელი გავიდა. 09.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-09T11:47+0400
2026-04-09T11:47+0400
2026-04-09T13:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ფაქტები ისტორიიდან
საქართველოს ისტორიიდან
ისტორიული გმირები
აშშ
დანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23998/32/239983209_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_99211b2cdf764b5d96b327e32b09f07e.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. უცხოელმა დიპლომატებმა საქართველოში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დღეს 37 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან დილიდან მივიდა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს დანიის, ნორდიკული და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებმაც. გარდა ამისა, მემორიალი ყვავილებით შეამკეს პოლონეთის, ჩეხეთის, გერმანიის ელჩებმა.საქართველოში 9 აპრილი აღინიშნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ჰარმონიისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო. 1991 წლის 9 აპრილს კი, 2 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ამ დღეს თბილისელები, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის კიბეებთან ტიტებით მიაქვთ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი აღევლინება. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ. 37 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
საქართველო
აშშ
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23998/32/239983209_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c3d41ac5c8d1b45222ca4befc241577e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ფაქტები ისტორიიდან , საქართველოს ისტორიიდან , ისტორიული გმირები , აშშ , დანია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ფაქტები ისტორიიდან , საქართველოს ისტორიიდან , ისტორიული გმირები , აშშ , დანია
უცხოელმა დიპლომატებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
11:47 09.04.2026 (განახლებულია: 13:50 09.04.2026) საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან 37 წელი გავიდა.
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. უცხოელმა დიპლომატებმა საქართველოში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
დღეს 37 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო.
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან დილიდან მივიდა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
"9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს, 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას",- აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე სოციალური ქსელში.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს დანიის, ნორდიკული და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებმაც.
"9 აპრილი საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღეა, რადგან ის აღნიშნავს 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს, როდესაც საბჭოთა ჯარებმა თბილისში ძალადობრივად დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ამ მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას", – ნათქვამია საქართველოში დანიის საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, მემორიალი ყვავილებით შეამკეს პოლონეთის, ჩეხეთის, გერმანიის ელჩებმა.
საქართველოში 9 აპრილი აღინიშნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ჰარმონიისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო.
1991 წლის 9 აპრილს კი, 2 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ამ დღეს თბილისელები, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის კიბეებთან ტიტებით მიაქვთ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი აღევლინება. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
37 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.