https://sputnik-georgia.com/20251001/kobaxidze-evropuli-politikuri-gaertianebis-samitze-wardgeba-295164482.html
კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე წარდგება
კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე წარდგება
Sputnik საქართველო
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. 01.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-01T12:13+0400
2025-10-01T12:13+0400
2025-10-01T12:13+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
დანია 
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში 2 ოქტომბერს გაიმართება. EPC-ის რიგით მეშვიდე კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“. მთავრობის მეთაური სამიტზე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოზე როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი წელს მეშვიდედ იმართება. მას 47 სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება -  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები და კიდევ 20 ქვეყნის ლიდერი. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
საქართველო
დანია 
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, დანია , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, დანია , ახალი ამბები
კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე წარდგება
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. 
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში 2 ოქტომბერს გაიმართება. 
EPC-ის რიგით მეშვიდე კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. 
კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“. მთავრობის მეთაური სამიტზე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოზე როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. 
„ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ყველგან წარმოდგენილი. მე მექნება საშუალება, რომ მონაწილეობა მივიღო პანელში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ვისაუბრებ ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით, ეკონომიკურ საკითხებზე, იმიტომ, რომ პანელის შინაარსი უკავშირდება სწორედ ეკონომიკურ საკითხებს. ამასთან ერთად, საუბარი გვექნება ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე. საქართველოს როლზე ჩვენს რეგიონში, ასევე ევროპისთვის, დაკავშირებადობის კუთხით. ეს იქნება ძირითადი გზავნილები, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. 
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი წელს მეშვიდედ იმართება. მას 47 სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება -  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები და კიდევ 20 ქვეყნის ლიდერი. 
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.