https://sputnik-georgia.com/20240812/saqartvelosi-avtoritarizmis-festivali-ar-sedgeba-premieri-289422185.html
საქართველოში ავტორიტარიზმის ფესტივალი არ შედგება - პრემიერი
საქართველოში ავტორიტარიზმის ფესტივალი არ შედგება - პრემიერი
Sputnik საქართველო
ის ფაქტი, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალები საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება, მოწმობს იმას, რომ ვიღაცას საზღვარგარეთ სურს საქართველოში ავტორიტარიზმი დააბრუნოს... 12.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-12T18:50+0400
2024-08-12T18:50+0400
2024-08-12T18:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
დანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286262900_276:357:1414:997_1920x0_80_0_0_f07e74b2022c495db7851d0a66bc84c2.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ავტორიტარიზმის ფესტივალი არ ჩატარდება, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს გაიმართება, როცა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გაიმარჯვებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD), „პარტიებისა და დემოკრატიის დანიის ინსტიტუტის“ (DIPD) მხარდაჭერით, საქართველოს ქალაქებში ატარებს „დემოკრატიის ფესტივალს“, რომლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც ოპოზიციური პარტიების პავილიონებისთვისაა განკუთვნილი. ამრიგად, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ და „ახალის“ ლიდერებმა.პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რა შედეგებამდე მიიყვანა ავტორიტარიზმმა საქართველო. პირველ რიგში, კობახიძის თქმით, ეს იყო 2008 წლის წაგებული ომის ავანტიურა, რომელიც ჩაიდინა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა.ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, ეს იყო ადამიანების წამება, ადამიანების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა არა მარტო ციხეებში, არამედ ციხეებს გარეთაც, ტელევიზიების მიტაცება, ტოტალურად გაყალბებული არჩევნები, აღნიშნა პოლიტიკოსმა.„აღარ მინდა, ჩამოვთვალო ის დანაშაულები, რომლებიც მაშინ ჩაიდინა გარედან თავსმოხვეულმა ხელისუფლებამ. მაშინ გარედან დაუნიშნეს ჩვენს ქვეყანას ხელისუფლება და სწორედ ამ ხელისუფლებამ მოუტანა ყველა ეს დანაშაული და ყველა ეს უბედურება“, - განაცხადა კობახიძემ.მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე არავის აუღია, აღნიშნა პრემიერმა.წალენჯიხაში, თელავსა და ქუთაისში „დემოკრატიის ფესტივალის" ირგვლივ მღელვარება რამდენიმე დღეა არ ცხრება. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ელოდება დანიის საელჩოსგან განმარტებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაჩნდა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი მათი მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე.მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მთავარი პრობლემა საგარეო დაფინანსებაა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შედის. მმართველი პარტია ასევე აცხადებს, რომ დანიის ბიუჯეტიდან ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი კამპანიის დაფინანსება საარჩევნო პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.მანამდე პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დანიის საელჩოს „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უწოდა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი თქმით, ეს არის გავლენიანი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.ქვეყნის უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამებრძოლებს „ქართულ ოცნებაში“ უწოდებენ „ლოკალური ომის პარტიას“, ასევე „რადიკალურ ოპოზიციას“.საპარლამენტო არჩევნებისაპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავარი ბრძოლა წარიმართება მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286262900_385:315:1294:997_1920x0_80_0_0_80d6a2814e91d70acc80bcb02b92b6b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, დანია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, დანია
საქართველოში ავტორიტარიზმის ფესტივალი არ შედგება - პრემიერი
ის ფაქტი, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალები საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება, მოწმობს იმას, რომ ვიღაცას საზღვარგარეთ სურს საქართველოში ავტორიტარიზმი დააბრუნოს, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ავტორიტარიზმის ფესტივალი არ ჩატარდება, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს გაიმართება, როცა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გაიმარჯვებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD), „პარტიებისა და დემოკრატიის დანიის ინსტიტუტის“ (DIPD) მხარდაჭერით, საქართველოს ქალაქებში ატარებს „დემოკრატიის ფესტივალს“, რომლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც ოპოზიციური პარტიების პავილიონებისთვისაა განკუთვნილი. ამრიგად, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ და „ახალის“ ლიდერებმა.
„ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფინანსდება ავტორიტარიზმის ფესტივალები, სხვადასხვა რეგიონებში, მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცას საზღვარგარეთ სურს, საქართველოში დაგვიბრუნოს ავტორიტარიზმი... ავტორიტარიზმისფესტივალისაქართველოშიარშედგება, დემოკრატიისნამდვილი ფესტივალი შედგება 26 ოქტომბერს, როცა გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რა შედეგებამდე მიიყვანა ავტორიტარიზმმა საქართველო. პირველ რიგში, კობახიძის თქმით, ეს იყო 2008 წლის წაგებული ომის ავანტიურა, რომელიც ჩაიდინა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა.
ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, ეს იყო ადამიანების წამება, ადამიანების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა არა მარტო ციხეებში, არამედ ციხეებს გარეთაც, ტელევიზიების მიტაცება, ტოტალურად გაყალბებული არჩევნები, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„აღარ მინდა, ჩამოვთვალო ის დანაშაულები, რომლებიც მაშინ ჩაიდინა გარედან თავსმოხვეულმა ხელისუფლებამ. მაშინ გარედან დაუნიშნეს ჩვენს ქვეყანას ხელისუფლება და სწორედ ამ ხელისუფლებამ მოუტანა ყველა ეს დანაშაული და ყველა ეს უბედურება“, - განაცხადა კობახიძემ.
მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე არავის აუღია, აღნიშნა პრემიერმა.
„ახლა, როდესაც კონკრეტული ძალები ცდილობენ, რომ ასეთი ავტორიტარიზმი, ასეთი ძალები დაგვიბრუნონ ხელისუფლებაში 12 წლის თავზე, ამას რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არ აქვს“, - აღნიშნა პრემიერმა.
წალენჯიხაში, თელავსა და ქუთაისში „დემოკრატიის ფესტივალის" ირგვლივ მღელვარება რამდენიმე დღეა არ ცხრება. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ელოდება დანიის საელჩოსგან განმარტებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაჩნდა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი მათი მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მთავარი პრობლემა საგარეო დაფინანსებაა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შედის. მმართველი პარტია ასევე აცხადებს, რომ დანიის ბიუჯეტიდან ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი კამპანიის დაფინანსება საარჩევნო პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
მანამდე პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დანიის საელჩოს „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უწოდა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი თქმით, ეს არის გავლენიანი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ქვეყნის უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამებრძოლებს „ქართულ ოცნებაში“ უწოდებენ „ლოკალური ომის პარტიას“, ასევე „რადიკალურ ოპოზიციას“.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავარი ბრძოლა წარიმართება მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.