https://sputnik-georgia.com/20251120/saqartvelos-aviabazarze-kidev-erti-loukosteri-semodis-295870393.html
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია შემოდის
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია შემოდის
Sputnik საქართველო
მანამდე საქართველოდან დანიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენა მხოლოდ ქუთაისიდან იყო შესაძლებელი. 20.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-20T16:21+0400
2025-11-20T16:21+0400
2025-11-20T16:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ნორვეგია
დანია
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/97/234819746_0:254:4928:3026_1920x0_80_0_0_0a4c1253ba86597e9260884cacf3e862.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია – „ნორვეჯიანი" (Norwegian) შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ივნისიდან დაიწყებს. Norwegian კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება. სკანდინავიის ქვეყნები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია ავიაციისა და ტურიზმის სექტორების განვითარების პროცესში. სამინისტრსო ცნობით, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დადებითად აისახება საქართველოში მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე. ამ დრომდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა. 2025 წლის პირველი ცხრა თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში რეისების რაოდენობა რეკორდული აღმოჩნდა - 28,7 ათასი, რაც 18%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2025 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.
საქართველო
ნორვეგია
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/97/234819746_277:0:4650:3280_1920x0_80_0_0_0f5ca89b574f9b2fcdb6af2b02ce2ec2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ნორვეგია, დანია , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ნორვეგია, დანია , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია შემოდის
მანამდე საქართველოდან დანიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენა მხოლოდ ქუთაისიდან იყო შესაძლებელი.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია – „ნორვეჯიანი" (Norwegian) შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ივნისიდან დაიწყებს.
Norwegian კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება.
"ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებულ საავიაციო პოლიტიკას, მათ შორის ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მზარდ დინამიკას და ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
სკანდინავიის ქვეყნები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია ავიაციისა და ტურიზმის სექტორების განვითარების პროცესში.
სამინისტრსო ცნობით, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დადებითად აისახება საქართველოში მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე.
ამ დრომდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.
2025 წლის პირველი ცხრა თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში რეისების რაოდენობა რეკორდული აღმოჩნდა - 28,7 ათასი, რაც 18%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2025 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.