დემოკრატიის თუ ავტორიტარიზმის ფესტივალი? „ქართული ოცნება" დანიისგან განმარტებას ელოდება

© Fotolia / Сmfotoworksდანიის დროშა
დანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2024
გამოწერა
პაპაუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ დანიის საელჩოს ჯერ კიდევ არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა ადამიანის წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის პლაკატი დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თელავში ჩატარებული „დემოკრატიის ფესტივალის" გარშემო მღელვარება რამდენიმე დღეა არ ცხრება - მმართველი პარტია „ქართული ოცნება" კვლავ ელოდება დანიის საელჩოსგან განმარტებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაჩნდა მათი მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებაზე საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერი.
3 აგვისტოს არასამთავროო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) თელავში „დემოკრატიის ფესტივალი" ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო - ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და „ახალის" ლიდერებმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ დანიის საელჩოს ჯერ კიდევ არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა ადამიანის წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის პლაკატი დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე.
„პასუხი მარტივია: დანიის საელჩო ანგარიშვალდებულია საკუთარი მთავრობის და არა ქართველი ხალხის წინაშე", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ამასთან, სპიკერმა დასძინა, რომ როდესაც ვინმე ერევა სხვა ადამიანების ცხოვრებაში - ფულით თუ ქმედებებით, საერთაშორისო თანამშრომლობის ეთიკა ამბობს, რომ მან უნდა იგრძნოს როგორც ანგარიშვალდებულება ისე მინიმალური პასუხისმგებლობა.
„თუმცა, თქმა ერთია და გაგონება - მეორე. ამიტომ, არავის უნდა უკვირდეს, როცა ქართველი ხალხი, ახლა უკვე კანონით, ითხოვს იმ ფინანსების და ინტერესების გამჭვირვალობას, რომლითაც მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ. ეს ელემენტარულია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დონორები და სპონსორები სხვადასხვა ქვეყნიდან აფინანსებენ საქართველოში რევოლუციურ სცენარებსა და ავტორიტარიზმის ფესტივალებს, მიაჩნია ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრს, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს.
„აქ დონორები აფინანსებენ ზუსტად იმ საკითხებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ემზადებიან 27 ოქტომბრისთვის და არა 26 ოქტომბრისთვის (არჩევნების დღისთვის - რედ.)“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დანიის საელჩო არის „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილი, რომელსაც, მაჭარაშვილის თქმით, აქვს ბრძანება და ყველა ვალდებულია შეასრულოს ეს ბრძანება.
„ამიტომაც მათ არ აქვთ პასუხი. როგორ შეიძლება რომელიმე ქვეყნის საელჩოს არ ჰქონდეს პასუხი, როცა ის სუბიექტურად აფინანსებს რომელიმე პარტიას, ამ შემთხვევაში კი რადიკალურ პარტიას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს და მათ თანამოაზრეებს უწოდებენ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“, რომელიც ცდილობს სიტუაციის შერყევას და რევოლუციის მოწყობას საქართველოში, და, ძალაუფლების ცვლილებების შემთხვევაში, ქვეყნის ჩათრევას ომში.
რას ამბობენ ოპოზიციაში
სააკაშვილის მიერ დაფუძნებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" არ დამალა, რომ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერის გამოჩენა პოლიტიკური გზავნილია.
„ის, რაც ჩვენს სტენდთან განვათავსეთ, ეს ჩვენი საქმეა. რომელი პარტია რა გზავნილს გააგზავნის, მათი გადასაწყვეტია... ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვპასუხობენ, გვეხმარებიან ჩვენ“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ გენმდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
ამასთან, ოპოზიციური პარტია „ახალი“ მიიჩნევს, რომ უცხოური დაფინანსებით ჩატარებული ღონისძიება იყო კარგი პლატფორმა საარჩევნო გეგმების გასაჯაროებისთვის.
„ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ ხალხს გაეცნო მათი მთავარი საარჩევნო გზავნილები... კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, რომ ეს ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ფოტო“, - განაცხადა „ახალის“ წევრმა ვანო წერეთელმა.
მთავარი პრობლემა
მმართველ გუნდში მთავარ პრობლემად საგარეო დაფინანსება მიაჩნიათ, რომელიც ქართულ პოლიტიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შემოდის. მმართველი პარტია ასევე აცხადებს, რომ დანიის ბიუჯეტიდან ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი კამპანიის დაფინანსება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.
„ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და როდესაც უცხოური ორგანიზაცია, უცხოური დაფინანსებით, ჩართულია პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში ეს ფესტივალი ფინანსდება დანიის ფონდებიდან, როცა უცხოური დაფინანსება აკომპლექტებს ან ეხმარება ოპოზიციურ პარტიებს, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
2021 წელს „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა" (EECMD) თავისი წარმომადგენლობა „დემოკრატიის ცენტრი” გახსნა წალენჯიხაში, საქართველოს ერთადერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.
პირველი „დემოკრატიის ფესტივალი“ წალენჯიხაში გაიმართა. თელავის შემდეგ ღონისძიების გამართვა ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დემოკრატიის ფესტივალს" „ავტორიტარიზმის ფესტივალი" უწოდა. მისი თქმით, ეს არის არასწორი ჩარევა საქართველოს საარჩევნო პროცესებში.
„უცხოეთიდან დაფინანსებული „ავტორიტარიზმის ფესტივალები" საქართველოში ავტორიტარიზმს ვერ დააბრუნებს“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავარი ბრძოლა წარიმართება მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0