https://sputnik-georgia.com/20260520/papuashvilma-evrokavshiri-gaakritika-298750470.html
„ნუ გვასწავლით!“ პაპუაშვილი ადამიანის უფლებების კუთხით ევროკავშირის სტანდარტებს აკრიტიკებს
„ნუ გვასწავლით!“ პაპუაშვილი ადამიანის უფლებების კუთხით ევროკავშირის სტანდარტებს აკრიტიკებს
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ უარი უნდა თქვას საკუთარი „მეორეხარისხოვნების“ თავსმოხვეულ აღქმასა და არასრულფასოვნების კომპლექსზე, რომელიც... 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T21:27+0400
2026-05-20T21:27+0400
2026-05-21T00:46+0400
საქართველო
ევროპა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
დანია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/55/245975546_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_99b0e752b0745bb5c5670249c3ec86d6.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ევროკავშირში ადამიანის უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების დაცვის მხრივ მდგომარეობა უარესდება. ამის ფონზე ევროპული ქვეყნები, მიუხედავად ამ სფეროში არსებული საკუთარი გადაუჭრელი პრობლემებისა, კვლავ აგრძელებენ სხვა სახელმწიფოების შეფასებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოპენჰაგენში გამართული აქციის დარბევასთან დაკავშირებით.13 მაისს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 100-ზე მეტმა პროპალესტინელმა აქტივისტმა საპროტესტო აქცია გამართა და ისრაელისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების გადაზიდვა და კომპანია Maersk-ის ამ პროცესებში შესაძლო მონაწილეობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა სატრანსპორტო გიგანტ Maersk-ის სათავო ოფისის ბლოკირება მოახდინეს. დანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დაშლისას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა.მისი თქმით, კოპენჰაგენი გამონაკლისი არ არის. ანალოგიური სურათი ბერლინში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში მშვიდობიანი მიტინგების დარბევის დროსაც დაფიქსირდა. პარლამენტის სპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა კოპენჰაგენში მომხდარი მოვლენების გამოძიებისა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას და განაცხადა, რომ საქმე ეხება აქციის დაშლისას „განსაკუთრებული სასტიკი მეთოდების“ გამოყენებას.გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე შეეხო ისტორიულ საკითხებსაც, ახსენა გრენლანდია და მოსახლეობის იძულებითი სტერილიზაციისა და ოჯახებიდან ბავშვების წაყვანის შემთხვევები, რომლებსაც, მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი მძიმე დანაშაულად აფასებს.პოლიტიკოსმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რიგი ქვეყნის წარმომადგენლები სხვა სახელმწიფოების მისამართით დარიგებებით გამოდიან. მან აღნიშნა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას საკუთარი „მეორეხარისხოვნების“ თავსმოხვეულ აღქმასა და არასრულფასოვნების კომპლექსზე, რომელიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში ყალიბდებოდა.„ჩვენ შეგვიძლია იქით ვასწავლოთ სხვებს, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები! ამიტომაც ჩვენ უნდა მოვიცილოთ გარედან ძალად მოხვეული კომპლექსი, რომ ჩვენ ვართ მოწაფეები და ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები კლასის დამრიგებლებად გვყვანან, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდთან გათანაბრებული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და დღემდე ეს საკითხები გამოძიებული არა აქვთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.
საქართველო
ევროპა
ევროკავშირი
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/55/245975546_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_5d526e53cdc541cc5572c67e77455409.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , დანია , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , დანია , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
„ნუ გვასწავლით!“ პაპუაშვილი ადამიანის უფლებების კუთხით ევროკავშირის სტანდარტებს აკრიტიკებს
21:27 20.05.2026 (განახლებულია: 00:46 21.05.2026) პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ უარი უნდა თქვას საკუთარი „მეორეხარისხოვნების“ თავსმოხვეულ აღქმასა და არასრულფასოვნების კომპლექსზე, რომელიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში ყალიბდებოდა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ევროკავშირში ადამიანის უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების დაცვის მხრივ მდგომარეობა უარესდება. ამის ფონზე ევროპული ქვეყნები, მიუხედავად ამ სფეროში არსებული საკუთარი გადაუჭრელი პრობლემებისა, კვლავ აგრძელებენ სხვა სახელმწიფოების შეფასებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოპენჰაგენში გამართული აქციის დარბევასთან დაკავშირებით.
13 მაისს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 100-ზე მეტმა პროპალესტინელმა აქტივისტმა საპროტესტო აქცია გამართა და ისრაელისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების გადაზიდვა და კომპანია Maersk-ის ამ პროცესებში შესაძლო მონაწილეობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა სატრანსპორტო გიგანტ Maersk-ის სათავო ოფისის ბლოკირება მოახდინეს. დანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დაშლისას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა.
„ვისურვებდი, ბრიუსელის ჩინოვნიკები ევროკავშირში ადამიანის უფლებების მდგომარეობას სერიოზულად მიუდგნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ეს გამოხატვის თავისუფლებას ეხება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კოპენჰაგენი გამონაკლისი არ არის. ანალოგიური სურათი ბერლინში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში მშვიდობიანი მიტინგების დარბევის დროსაც დაფიქსირდა. პარლამენტის სპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა კოპენჰაგენში მომხდარი მოვლენების გამოძიებისა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას და განაცხადა, რომ საქმე ეხება აქციის დაშლისას „განსაკუთრებული სასტიკი მეთოდების“ გამოყენებას.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე შეეხო ისტორიულ საკითხებსაც, ახსენა გრენლანდია და მოსახლეობის იძულებითი სტერილიზაციისა და ოჯახებიდან ბავშვების წაყვანის შემთხვევები, რომლებსაც, მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი მძიმე დანაშაულად აფასებს.
პოლიტიკოსმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რიგი ქვეყნის წარმომადგენლები სხვა სახელმწიფოების მისამართით დარიგებებით გამოდიან. მან აღნიშნა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას საკუთარი „მეორეხარისხოვნების“ თავსმოხვეულ აღქმასა და არასრულფასოვნების კომპლექსზე, რომელიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში ყალიბდებოდა.
„ჩვენ შეგვიძლია იქით ვასწავლოთ სხვებს, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები! ამიტომაც ჩვენ უნდა მოვიცილოთ გარედან ძალად მოხვეული კომპლექსი, რომ ჩვენ ვართ მოწაფეები და ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები კლასის დამრიგებლებად გვყვანან, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდთან გათანაბრებული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და დღემდე ეს საკითხები გამოძიებული არა აქვთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.