Kordz-ის სკანდალური კონცერტი გაუქმდა: ევროკავშირი „უხერხულ მდგომარეობაში“ აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2026
გამოწერა
მანამდე ქართულ მედიაში რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილებოდა დაგეგმილი კონცერტი და ამ ღონისძიებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მუსიკოსის, Kordz-ის კონცერტის გაუქმებით ევროკავშირმა და დანიმ უხერხულ სიტუაციას თავი აარიდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საზოგადოების პროტესტის შემდეგ, Kordz-ის კონცერტი, რომელიც 26 სექტემბერს ფესტივალ „კამარას“ ფარგლებში უნდა გამართულიყო და რომელსაც მხარს უჭერდნენ ევროკავშირი, დანიის კულტურის ინსტიტუტი და „ხელოვნების სახლი“, გაუქმდა. დანიის კულტურის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო ფესტივალი დაგეგმილი ფორმატით ვერ ჩატარდებოდა.
„არ შეიძლება, ევროკავშირი და დანია აფინანსებდნენ ისეთ ფესტივალს, სადაც მთავარი მოქმედი პირი იქნება ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ 1 200 000-ზე მეტ ადამიანს აყენებდა ყველაზე უფრო მძიმე ფორმით შეურაცხყოფას. გამომდინარე იქიდან, რომ არც დანიას და არც ევროკავშირს არ გააჩნდათ მრავალჯერ დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი, საბოლოო ჯამში მათ თავი აარიდეს უხერხულ მდგომარეობას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
სიძულვილზე დაფუძნებულ და ფაშისტური გამონათქვამების შემცველი რიტორიკა საქართველოს საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ასეთი გამოვლინებების აღსაკვეთად.
„ხელოვნების თუ კულტურის სფეროში მოღვაწე - რაც არ უნდა დაირქვან ამ ადამიანებმა, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია ფაშისტური და სიძულვილის ენით გაჯერებული [რიტორიკა]. საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა აღიკვეთოს“, - განაცხადა შატაკიშვილმა.
მანამდე ქართულ მედიაში განიხილებოდა დაგეგმილი კონცერტი და ამ ღონისძიებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ არ უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, იზიარებდა თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მუსიკოსის მიერ ქართველი ხალხის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე. დიპლომატმა განაცხადა, რომ ჟურნალისტების კითხვებს 10 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე უპასუხებდა.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში რადიკალური და ექსტრემისტული ძალების დაფინანსებას. მისი თქმით, ევროკავშირის სახსრები იმ ადამიანებისა და ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება, რომლებსაც მან ფაშისტური იდეოლოგიის მომხრეები უწოდა. მსგავსი დაფინანსების გაგრძელება კი საქართველოში რადიკალიზმის მხარდაჭერაზე მეტყველებს, აღნიშნა მან.
Kordz – ალექსანდრე კორძაია – ქართველი მუსიკოსი და დიჯეია, რომელიც ცნობილია თავისი ელექტრონული და ექსპერიმენტული ნამუშევრებით.
2024 წლის დეკემბერში მან გამოუშვა ტრეკი AntiGeorgianDreamAnthem, რომელსაც საფუძვლად უდევს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შექმნილი საპროტესტო სლოგანი.
კომპოზიციამ ფართო გავრცელება ჰპოვა საპროტესტო აქციებზე და საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ მუსიკალურ სიმბოლოდ იქცა.
ყველა ახალი ამბავი
0