https://sputnik-georgia.com/20250609/qartuli-rvino-daniasi-saertasoriso-gamofenaze-wardga-293691968.html
ქართული ღვინო დანიაში საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა
ქართული ღვინო დანიაში საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა
Sputnik საქართველო
გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. 09.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-09T14:16+0400
2025-06-09T14:16+0400
2025-06-09T14:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
დანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284715487_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_c142e77b75e561f680ef1b5e64862b86.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი ექვსი საოჯახო მარანი დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ გამოფენაში RAW Wine Copenhagen მონაწილეობდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებს და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული მარნების: „ახმეტას ღვინის სახლი", „ანდრიას ღვინო", „ექიმის ბიო მარანი", „მანავი ვაინს", „მათიაშვილის ღვინის მარანი", „შერმას საოჯახო მეღვინეობა" ღვინოები. გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე დაესწრო. კოპენჰაგენში ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს. მიმდინარე წელს ქართული საოჯახო მარნები ასევე წარმოდგენილი იყვნენ RAW Wine-ის გამოფენებზე შანხაიში, პარიზში, ვერონაში და ტოკიოში. უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლო წლებში, მრავალი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა შვედეთის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, რის შედეგადაც აღნიშნულ ქვეყნებში ქართული ღვინით მზარდი დაინტერესება გამოიკვეთა.
საქართველო
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284715487_112:0:1936:1368_1920x0_80_0_0_bd4cd5dabac6e6b4366f088beaebc48a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, დანია
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, დანია
ქართული ღვინო დანიაში საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა
გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი ექვსი საოჯახო მარანი დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ გამოფენაში RAW Wine Copenhagen მონაწილეობდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.
„ქართული ღვინის წარდგენა დანიაში მნიშვნელოვანია სკანდინავიის ქვეყნებში ცნობადობის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის", - აღნიშნავენ უყწებაში.
გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებს და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული მარნების: „ახმეტას ღვინის სახლი", „ანდრიას ღვინო", „ექიმის ბიო მარანი", „მანავი ვაინს", „მათიაშვილის ღვინის მარანი", „შერმას საოჯახო მეღვინეობა" ღვინოები.
გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე დაესწრო. კოპენჰაგენში ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
მიმდინარე წელს ქართული საოჯახო მარნები ასევე წარმოდგენილი იყვნენ RAW Wine-ის გამოფენებზე შანხაიში, პარიზში, ვერონაში და ტოკიოში.
უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლო წლებში, მრავალი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა შვედეთის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, რის შედეგადაც აღნიშნულ ქვეყნებში ქართული ღვინით მზარდი დაინტერესება გამოიკვეთა.