https://sputnik-georgia.com/20250203/daniashi-talgmtxelis-testireba-mimdinareobs-291991896.html
დანიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტალღმტეხელის ტესტირება მიმდინარეობს
დანიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტალღმტეხელის ტესტირება მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
კოპენჰაგენში ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო... 03.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-03T19:32+0400
2025-02-03T19:32+0400
2025-02-03T19:32+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ანაკლია
დანია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/03/291987889_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_261363513b687921b9af4c72888fe8c3.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირება დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ტალღმტეხელის მშენებლობა. კოპენჰაგენში ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს გურამიშვილთან ერთად დაესწრო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.ტესტირებები ტარდება შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს", კომპანია JV Jan De Nul-ის ქვეკონტრაქტორ და საერთაშორისო დონეზე ცნობილ ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში და მასში მონაწილეობენ კომპანია Jan De Nul-ის პარტნიორები და კონტრაქტორები.ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა.გურამ გურამიშვილი ტალღმტეხელის 3D ვირტუალური სიმულაციის პროცესს და ამ სიმულაციის გათვალისწინებით ძირითად საპროექტო პარამეტრებს გაეცნო. ტესტირება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას კომპანია DHI განახორციელებს, რომელიც სწორედ წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებსა და ტესტირებებზეა სპეციალიზებული.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ხელმძღვანელობს 60-წლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მსოფლიოში წამყვანი კომპანია.„აღნიშნული პროცესი ხორციელდება მოწინავე ჰიდროტექნიკური მეთოდოლოგიით, რაც საშუალებას მოგვცემს, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში მდგრადი საზღვაო ინფრასტრუქტურა მივიღოთ. ეს უზრუნველყოფს წელიწადის ყველა დროს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში გემების შემოსვლა-გასვლას და ოპერირებას“, – განაცხადა გურამიშვილმა.კომპანია DHI-ს მიერ, ფიზიკური მოდელის 3D ტალღის ტესტირების გარდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ტალღმტეხელის კონფიგურაცია და კვლევის შემდგომი ეტაპის გეგმა/გრაფიკები იქნა შეთანხმებული.ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.ამ ეტაპზე მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte., რომელიც ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა. კომპანიასთან დეტალების მორიგი დაზუსტება 2025 წლის აპრილშია დაგეგმილი.პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, ისედააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს.
საქართველო
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/03/291987889_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_c00cf52c68bdc40c038df2e03a8e4870.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ანაკლია, დანია , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ანაკლია, დანია , ახალი ამბები
დანიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტალღმტეხელის ტესტირება მიმდინარეობს
კოპენჰაგენში ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა დაესწრო
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირება დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ტალღმტეხელის მშენებლობა.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტირება-მშენებლობის ეტაპი. ზოგადი პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებულია საზღვაო ინფრასტრუქტურაზე ჰიდროდინამიკური ზეგავლენის შეფასება, რაც ხორციელდება რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე სხვადასხვა გარე ფაქტორის სიმულირებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
კოპენჰაგენში ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს გურამიშვილთან ერთად დაესწრო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.
ტესტირებები ტარდება შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს", კომპანია JV Jan De Nul-ის ქვეკონტრაქტორ და საერთაშორისო დონეზე ცნობილ ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში და მასში მონაწილეობენ კომპანია Jan De Nul-ის პარტნიორები და კონტრაქტორები.
ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა.
გურამ გურამიშვილი ტალღმტეხელის 3D ვირტუალური სიმულაციის პროცესს და ამ სიმულაციის გათვალისწინებით ძირითად საპროექტო პარამეტრებს გაეცნო.
ტესტირება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას კომპანია DHI განახორციელებს, რომელიც სწორედ წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებსა და ტესტირებებზეა სპეციალიზებული.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ხელმძღვანელობს 60-წლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მსოფლიოში წამყვანი კომპანია.
„აღნიშნული პროცესი ხორციელდება მოწინავე ჰიდროტექნიკური მეთოდოლოგიით, რაც საშუალებას მოგვცემს, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში მდგრადი საზღვაო ინფრასტრუქტურა მივიღოთ. ეს უზრუნველყოფს წელიწადის ყველა დროს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში გემების შემოსვლა-გასვლას და ოპერირებას“, – განაცხადა გურამიშვილმა.
კომპანია DHI-ს მიერ, ფიზიკური მოდელის 3D ტალღის ტესტირების გარდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ტალღმტეხელის კონფიგურაცია და კვლევის შემდგომი ეტაპის გეგმა/გრაფიკები იქნა შეთანხმებული.
ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
ამ ეტაპზე მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte., რომელიც ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა. კომპანიასთან დეტალების მორიგი დაზუსტება 2025 წლის აპრილშია დაგეგმილი.
პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, ისედააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს.