ქუთაისი - ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია მდინარე რიონზე. ქალაქად ოფიციალურად გამოცხადდა 1811 წელს. მნიშვნელობით საქართველოს მეორე ქალაქია. ის იყო კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი. ადრინდელ დროში ერქვა აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. ქუთაისი შუა საუკუნეებში დავით აღმაშენებლის ეპოქას უკავშირდება, ხოლო ახალ ეპოქაში - აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის მოღვაწეობას. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებია ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, გეგუთის სასახლე, სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. აქ არის განთავსებული ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ამჟამად ქალაქში 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. 2012 წლიდან 2019 წლამდე იყო ქვეყნის საპარლამენტო ქალაქი.
ახალი ამბები ქუთაისის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.