პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 14 პირი, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnikმასაჟის სალონი
მასაჟის სალონი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2026
გამოწერა
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და ქუთაისში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პოლიციამ საპოლიციო ღონისძიებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარა, რომლის შედეგად 9 ობიექტი დალუქეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის საფუძველზეც ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა დასტურდება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში. ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ.
"მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობით მიღებული თანხა წარმოადგენდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0