კობახიძე: ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი პრიორიტეტია

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე
ირაკლი კობახიძე ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
გამოწერა
პრემიერი მოხარულია, რომ ყოფილი პარლამენტის შენობა ქუთაისში, რომელიც, მისი თქმით, იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო“, სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ცოდნა და ინოვაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების კუთხით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
© Сourtesy of Georgian Governmentქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
Кутаисский технологический хаб - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ცოდნის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული ცენტრი გახდება.
„ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სისტემა, შევქმენით ტექნოპარკების ეროვნული ქსელი, დავნერგეთ სპეციალური საგადასახადო პირობები ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობამ მოიზიდა საერთაშორისო კომპანიები და ათასობით ახალგაზრდას მიეცა თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
© Сourtesy of Georgian Governmentქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
Кутаисский технологический хаб - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
„ამ ყველაფერმა ქვეყანას უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი - მთავრობის ხელშეწყობით, 300-ზე მეტმა ინოვაციურმა და მაღალტექნოგიურმა სტარტაპმა 800 მილიონ ლარზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შექმნა, დასაქმდა 4000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და საქართველო რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად ჩამოყალიბდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
© Сourtesy of Georgian Governmentქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
Кутаисский технологический хаб - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
მან აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ შენობა, რომელიც „იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო“, სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს.
ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდა.
პარლამენტმა ქუთაისში ფუნქციონირება 2012 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მაშინდელი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა.
© Сourtesy of Georgian Governmentქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
Кутаисский технологический хаб - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისს 2019 წლის დასაწყისში დაუბრუნდა.
ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროექტისთვის 12 მილიონი ლარი გამოიყო. ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.
ყველა ახალი ამბავი
0