ქუთაისში მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს

© photo: Sputnik / პოლიცია ქუთაისში
პოლიცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2026
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 33 და 35 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
შემთხვევა ქუთაისში 30 აპრილს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა 41 წლის მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო მკვლელობაში ბრალდებულის თანმხლები პირი, თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0