პირველი TUMO საქართველოში: ქუთაისში ტექნოლოგიებს და ხელოვნურ ინტელექტს უფასოდ შეასწავლიან

© Government of Georgiaქუთაისის საერთაშორისო უნიევრსიტეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნიევრსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2026
გამოწერა
ცენტრი 12-დან 18 წლამდე ასაკის 1 200-მდე მოსწავლის უფასო სწავლებაზეა გათვლილი.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში TUMO-ს საერთაშორისო ქსელის პირველი საგანმანათლებლო ცენტრი ქუთაისში გაიხსნა. აქ მოზარდები შეძლებენ უფასოდ შეისწავლონ პროგრამირება, ხელოვნური ინტელექტი, რობოტოტექნიკა, თამაშების შექმნა და სხვა მოთხოვნადი ტექნოლოგიური მიმართულებები.
ახალი ცენტრი განთავსდა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ არის შექმნილი. იგი გათვლილია 12-დან 18 წლამდე ასაკის 1200-მდე მოსწავლის ერთდროულად სწავლებაზე.
როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ტექნოლოგიური სპეციალისტების ახალი თაობის მომზადებაში და საშუალებას მისცემს ნიჭიერ მოზარდებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან უფასოდ მიიღონ მსოფლიო დონის განათლება
„ჩვენი მიზანია, საქართველოს თითოეულ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა მსოფლიო დონის ტექნოლოგიურ განათლებაზე, ხოლო ქუთაისი ჩამოყალიბდეს რეგიონულ ცენტრად, სადაც განათლება, ინოვაცია და ტექნოლოგიური მეწარმეობა ერთ სივრცეში ვითარდება”,- განაცხადა კასრაძემ.
TUMO-ს საგანმანათლებლო მოდელი წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. სწავლების მოდელი ეფუძნება თვითმართვადი სწავლების პრინციპს და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის - პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Generative AI) საფუძვლებს.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ცენტრი უნდა გახდეს იმ ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც ქუთაისში აერთიანებს განათლებას, ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ მეწარმეობას.
ყველა ახალი ამბავი
0