ქუთაისში კლინიკის ექიმმა თვითმკვლელობა სცადა

© photo: Sputnik / Stringerკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2026
გამოწერა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ექიმს, სავარაუდოდ, კლინიკის დირექტორთან ჰქონდა კონფლიქტი, რის შემდეგადაც მან დანით სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა ცივი იარაღით თავის მოკვლა სცადა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი".
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ტელეკომპანიასთან კლინიკის მედპერსონალი აცხადებს, ექიმს, სავარაუდოდ, კლინიკის დირექტორთან ჰქონდა კონფლიქტი, რის შემდეგადაც მან დანით თავის მოკლა სცადა.
„კონფერენციის შემდეგ ჩამოვედი დაბლა, რათა პაციენტებისთვის მიმეხედა. ინდირა ექიმი ჩამოვიდა განერვიულებული. დანა ეჭირა ხელში და ვერაფრით წავართვით. ბატონი კახა ჩამოვიყვანე და „თვალით არ დამენახოსო“. სავარაუდოდ, მათ შორის შელაპარაკების საფუძველზე მოხდა ეს, რომ შეეცადა თავის მოკვლას“, - განაცხადა მედიკოსმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0