ქუთაისში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეების და პარკების მოწყობა მიმდინარეობს

© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
გამოწერა
პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ქუთაისში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეები იქმნება, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

ქუთაისში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეების და პარკების მოწყობა მიმდინარეობს
© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
აქტიურ ფაზაშია მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ბულვარის მოწყობა. ასევე, პროექტირების ეტაპზეა ქუთაისის მრავალფუნქციური პარკი.

ქუთაისში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეების და პარკების მოწყობა მიმდინარეობს
© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ელემენტების განთავსებასა და განათების სისტემის განახლებას.

ქუთაისში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეების და პარკების მოწყობა მიმდინარეობს
© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 ჰექტარზე თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც ეკოლოგიურად მდგრად და მრავალფუნქციურ სარეკრეაციო სივრცედ ჩამოყალიბდება, აღნიშნეს უწყებაში.

ქუთაისში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეების და პარკების მოწყობა მიმდინარეობს
© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.