ვინ იბრძოლებს საქართველოს დიდ ქალაქებში მერის პოსტის დასაკავებლად

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2025
გამოწერა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს, ერთდროულად ქვეყნის 64 ქალაქსა და რაიონში გაიმართება
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მერობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.
რუსთავის მერის პოსტზე ორი კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას:
№25 თამარ კეკენაძე – „გახარია საქართველოსთვის"
№41 ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება".
ქუთაისის მერის არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობს:
№11 გიორგი ამაღლობელი – „საქართველო"
№25 პაატა ზაქარეიშვილი – „გახარია საქართველოსთვის"
№41 დავით ერემეიშვილი – „ქართული ოცნება".
ბათუმში მერის პოსტისთვის 5 ადამიანი იბრძოლებს:
№1 თამარ მიქელაძე – "მამული, ენა, სარწმუნოება"
№5 ზვიად კვირიკაძე - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო"
№25 გოჩა გუგუნავა – „გახარია საქართველოსთვის"
№41 გიორგი ცინცაძე – "ქართული ოცნება"
№42 კახაბერ ცისკარიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0