ქუთაისში ურთერთშელაპარაკებისას მამაკაცი დაჭრეს

© photo: Sputnik / საპატრულო პოლიცია ქუთაისში
საპატრულო პოლიცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლისსამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0