ქუთაისში პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს არალეგალურად ასაღებდნენ

© National Food Agency of Georgiaობიექტის შემოწმება
ობიექტის შემოწმება - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2026
გამოწერა
2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირიზე მდებარე შპს ,,ალგო 2014“-ის და ინდ. მეწარმე ც. ა. -ს ობიექტები სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შეამოწმეს.
„ბიზნესოპერატორები აგროქიმიკატების რეალიზაციას რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ" - აღნიშულია ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა.
სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.
ყველა ახალი ამბავი
0