ისრაელი, ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზრიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. ესაზღვრებიან ლიბანი, სირია, იორდანია, ეგვიპტე, ღაზას სექტორი. ისრაელი მსოფლიოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოა. გაერომ 1947 წელს დაამტკიცა პალესტინის გაყოფა ორ ნაწილად - ებრაულ და არაბულ ნაწილებად. ისრაელმა 1948 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამას მოჰყვა არაბულ ქვეყნებთან ომი, ვინაიდან მათ ისრაელის ცნობაზე უარი განაცხადეს. ისრაელმა შეძლოა თავისი დამოუკიდებლობის დაცვა. პერიოდულად ომები და კონფლიქტები ისრაელში დღემდე გრძელდება. ისრაელი წარმომადგენლობითი დემოკრატიაა საპარლამენტო სისტემითა და საყოველთაო საარჩევნო უფლებით. პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელია, საკანონმდებლო ორგანოა ქნესეთი. ისრაელის პოლიტიკური დედაქალაქია იერუსალიმი, ეკონომიკური ცენტრია თელ-ავივი.
გაეცანით სიახლეებს ისრაელის შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.