პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ბექა დვალს ისრაელში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

© Courtesy of the President of Georgiaმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2026
გამოწერა
ბექა დვალი უფლებამოსილების განხორციელებას 1-ლი ივლისიდან შეუდგება. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ზაზა კანდელაკი შეცვალა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელ ბექა დვალთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბექა დვალი უფლებამოსილების განხორციელებას 1-ლი ივლისიდან შეუდგება. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ზაზა კანდელაკი შეცვალა.
პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ თანამშრომლობას და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.
ბექა დვალი პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის ხარისხი ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
ბექა დვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2022–2026 წლებში: იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს ავსტრალიის თანამეგობრობაში.
2012–2022 წლებში: იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
სხვადასხვა დროს გახლდათ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
ყველა ახალი ამბავი
0