https://sputnik-georgia.com/20260710/--oneclick--------299569236.html
ქართულმა ავიაკომპანია OneClick-მა თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენა დაიწყო
ქართულმა ავიაკომპანია OneClick-მა თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენა დაიწყო
Sputnik საქართველო
OneClick Airways პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. 10.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-10T15:20+0400
2026-07-10T15:20+0400
2026-07-10T15:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავიამიმოსვლა საქართველოში
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/51/247375113_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_e17135920a0dc190b8b4442e4e1dc948.jpg
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია OneClick Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისრაელის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯია" ავრცელებს. ავიაკომპანია საქართველოსა და ისრაელის დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ განახორციელებს. თელ ავივი – თბილისის ფრენები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება, თბილისი-თელ ავივის ფრენები კი ყოველ ორშაბათსა და პარასკევს. ავიაკომპანია OneClick Airways-მა ისრაელის დედაქალაქიდან თბილისში Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა. "ტავ ჯორჯიას" ორგანიზებით, პირველი რეისის მოფრენასთან დაკავშირებით სიმბოლური ღონისძიება გაიმართა. გასულ კვირაში Oneclick Airlines-მა თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ბათუმიდანაც დაიწყო. ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი ქართული ავიაკომპანია OneClick Airways მიმდინარე წლის მარტში გამოჩნდა. კომპანიას აქვს როგორც სატვირთო გადაზიდვების, ისე მგზავრების გადაყვანის უფლება. ავიაკომპანია ფლობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას. OneClick Airways-ის დირექტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეა.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/51/247375113_166:0:2823:1993_1920x0_80_0_0_72ba410bc029fc1faf5ff1a0ebd74739.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, ისრაელი
ქართულმა ავიაკომპანია OneClick-მა თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენა დაიწყო
OneClick Airways პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია OneClick Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისრაელის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯია" ავრცელებს.
ავიაკომპანია საქართველოსა და ისრაელის დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ განახორციელებს. თელ ავივი – თბილისის ფრენები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება, თბილისი-თელ ავივის ფრენები კი ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.
ავიაკომპანია OneClick Airways-მა ისრაელის დედაქალაქიდან თბილისში Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა. "ტავ ჯორჯიას" ორგანიზებით, პირველი რეისის მოფრენასთან დაკავშირებით სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.
გასულ კვირაში Oneclick Airlines-მა თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ბათუმიდანაც დაიწყო.
ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი ქართული ავიაკომპანია OneClick Airways მიმდინარე წლის მარტში გამოჩნდა. კომპანიას აქვს როგორც სატვირთო გადაზიდვების, ისე მგზავრების გადაყვანის უფლება.
ავიაკომპანია ფლობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას. OneClick Airways-ის დირექტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეა.