საქართველოს ისრაელში ახალი ელჩი ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ისრაელის დროშები
საქართველოს და ისრაელის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2026
გამოწერა
ბექა დვალი უფლებამოსილების განხორციელებას 1-ლი ივლისიდან შეუდგება. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ზაზა კანდელაკი შეცვალა.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ბექა დვალი დაინიშნა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დვალი უფლებამოსილების განხორციელებას 1-ლი ივლისიდან შეუდგება. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ზაზა კანდელაკი შეცვალა.
ზაზა კანდელაკი აღნიშნულ პოზიციას 2024 წლის დასაწყისიდან იკავებდა და როტაციის ვადის გასვლამდე, 2025 წლის 20 დეკემბერს იქნა გამოწვეული. ამის გამო, ბექა დვალის ოფიციალურ დანიშვნამდე, საელჩოს ხელმძღვანელის პოზიცია რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლადდანიშნულ ელჩს საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ თანამშრომლობას და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.
ბექა დვალი პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის ხარისხი ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
ბექა დვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2022–2026 წლებში: იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს ავსტრალიის თანამეგობრობაში.
2012–2022 წლებში: იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
სხვადასხვა დროს გახლდათ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
ყველა ახალი ამბავი
0