https://sputnik-georgia.com/20261001/flydubai-s-pikoti-bortze-tavdasxmis-semdeg-qartvelma-eqimma-gadaarcina-300909423.html
FlyDubai-ს პილოტი ბორტზე თავდასხმის შემდეგ ქართველმა ექიმმა გადაარჩინა
FlyDubai-ს პილოტი ბორტზე თავდასხმის შემდეგ ქართველმა ექიმმა გადაარჩინა
Sputnik საქართველო
დუბაი-თელ-ავივის რეისი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც პილოტთა კაბინაში ინციდენტი მოხდა 01.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-01T13:33+0400
2026-10-01T13:33+0400
2026-10-01T13:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საუდის არაბეთი
ისრაელი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23844/02/238440265_0:48:1025:624_1920x0_80_0_0_0afc9e13da6c712ac0634024f8d3ae1f.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ექიმმა შოთა მუსაევმა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწია FlyDubai-ს პილოტს, რომელიც ბორტზე მომხდარი ინციდენტის დროს ცივი იარაღით დაჭრეს, ექიმთან ინტერვიუ გამოცემა The Times of Israel-მა გამოაქვეყნა.პილოტებს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, დუბაი-თელ-ავივის რეისი საუდის არაბეთში დაეშვა. ინციდენტის დროს თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო სიტუაციის შესახებ სიგნალები გადასცა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუკის აეროპორტში დაეშვა.ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილება ვერსია, რომ დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ FlyDubai-ს რეისზე მომხდარი საგანგებო ინციდენტი ტერორისტული აქტის მცდელობა იყო.მუსაევი, რომელიც ბოლო წლებში თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში სტომატოლოგად მუშაობდა, ჩინეთიდან ისრაელში ბრუნდებოდა.როგორც მედიკოსი იხსენებს, თავდამსხმელის გაუვნებელყოფაში რამდენიმე მგზავრი დაეხმარა. მამაკაცი სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა გარშემომყოფებს, ამიტომ მისი შეკავება ხელ-ფეხის შეკვრით გახდა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა შოთამ დაჭრილი კაპიტანი. პილოტი იატაკზე იწვა; მას თავისა და ხელების არეში მიყენებული ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა. იგი გონზე იყო და მგზავრებთან საუბარი შეეძლო.ქართველი ექიმის თქმით, დაჭრილი კაპიტნის მდგომარეობა დაფრენამდე შედარებით სტაბილური რჩებოდა. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ტაბუკში დაეშვა, პილოტი საუდის არაბეთის სამედიცინო პერსონალს გადასცეს. მოგვიანებით მუსაევს აცნობეს, რომ კაპიტანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.როგორც ექიმმა აღნიშნა, ყველაზე საშინელი მომენტი თვითმფრინავის მკვეთრი დაშვება იყო, როდესაც ბორტზე მყოფებს რამდენიმე წამი ეგონათ, რომ იღუპებოდნენ.მგზავრები ყვიროდნენ და მოითხოვდნენ, რომ ბორტზე მყოფი სხვა პილოტებიც კაბინაში შესულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა თვითმფრინავის მართვა საკუთარ თავზე აიღო, მგზავრები მიხვდნენ — როგორც მუსაევი ჰყვება — რომ გადარჩენის შანსი ჰქონდათ.თავდამსხმელი დაკავებულია. ამჟამად საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მას კითხავენ.
საქართველო
საუდის არაბეთი
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23844/02/238440265_129:0:1024:671_1920x0_80_0_0_9f2bfb23d406bb341e2fb3503ddf8bf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საუდის არაბეთი , ისრაელი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საუდის არაბეთი , ისრაელი , შემთხვევები საქართველოში
FlyDubai-ს პილოტი ბორტზე თავდასხმის შემდეგ ქართველმა ექიმმა გადაარჩინა
13:33 01.10.2026 (განახლებულია: 13:34 01.10.2026) დუბაი-თელ-ავივის რეისი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც პილოტთა კაბინაში ინციდენტი მოხდა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ექიმმა შოთა მუსაევმა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწია FlyDubai-ს პილოტს, რომელიც ბორტზე მომხდარი ინციდენტის დროს ცივი იარაღით დაჭრეს, ექიმთან ინტერვიუ გამოცემა The Times of Israel-მა გამოაქვეყნა.
პილოტებს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, დუბაი-თელ-ავივის რეისი საუდის არაბეთში დაეშვა. ინციდენტის დროს თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო სიტუაციის შესახებ სიგნალები გადასცა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუკის აეროპორტში დაეშვა.
ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილება ვერსია, რომ დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ FlyDubai-ს რეისზე მომხდარი საგანგებო ინციდენტი ტერორისტული აქტის მცდელობა იყო.
„როდესაც ყვირილი გავიგე, მაშინვე იქით გავიქეცი. კაბინაში შესვლისას პილოტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში დამხვდა — მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა, განსაკუთრებით თავის არეში. ბორტზე ერთადერთი ექიმი ვიყავი; სისხლდენის შეჩერება და არტერიული წნევის სტაბილიზება შევძელი. ეს ძალიან მძიმე წუთები იყო“, — იხსენებს მუსაევი.
მუსაევი, რომელიც ბოლო წლებში თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში სტომატოლოგად მუშაობდა, ჩინეთიდან ისრაელში ბრუნდებოდა.
როგორც მედიკოსი იხსენებს, თავდამსხმელის გაუვნებელყოფაში რამდენიმე მგზავრი დაეხმარა. მამაკაცი სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა გარშემომყოფებს, ამიტომ მისი შეკავება ხელ-ფეხის შეკვრით გახდა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა შოთამ დაჭრილი კაპიტანი. პილოტი იატაკზე იწვა; მას თავისა და ხელების არეში მიყენებული ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა. იგი გონზე იყო და მგზავრებთან საუბარი შეეძლო.
ქართველი ექიმის თქმით, დაჭრილი კაპიტნის მდგომარეობა დაფრენამდე შედარებით სტაბილური რჩებოდა. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ტაბუკში დაეშვა, პილოტი საუდის არაბეთის სამედიცინო პერსონალს გადასცეს. მოგვიანებით მუსაევს აცნობეს, რომ კაპიტანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
როგორც ექიმმა აღნიშნა, ყველაზე საშინელი მომენტი თვითმფრინავის მკვეთრი დაშვება იყო, როდესაც ბორტზე მყოფებს რამდენიმე წამი ეგონათ, რომ იღუპებოდნენ.
მგზავრები ყვიროდნენ და მოითხოვდნენ, რომ ბორტზე მყოფი სხვა პილოტებიც კაბინაში შესულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა თვითმფრინავის მართვა საკუთარ თავზე აიღო, მგზავრები მიხვდნენ — როგორც მუსაევი ჰყვება — რომ გადარჩენის შანსი ჰქონდათ.
თავდამსხმელი დაკავებულია. ამჟამად საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მას კითხავენ.