ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

© Georgian Dream ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა, ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
© Georgian Dream ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
Основатель и почетный председатель партии Грузинская мечта Бидзина Иванишвили и посол Израиля в Грузии Валид Абу Хайя - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.
ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ.
შეხვედრას ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე ესწრებოდა.
© Georgian Dream ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
Основатель и почетный председатель партии Грузинская мечта Бидзина Иванишвили и посол Израиля в Грузии Валид Абу Хайя - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0