https://sputnik-georgia.com/20261003/ra-xdeba-al-sifasi-284231211.html
რა ხდება „ალ-შიფაში“: დაკითხვები, ჩხრეკა და შეწყვეტილი ინტერვიუ - ვიდეო
რა ხდება „ალ-შიფაში“: დაკითხვები, ჩხრეკა და შეწყვეტილი ინტერვიუ - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის არმია ღაზის საავადმყოფო „ალ-შიფას“ აკონტროლებს, იუწყება BBC თვითმხილველ რეპორტიორზე დაყრდნობით. 03.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-03T13:27+0400
2026-10-03T13:27+0400
2026-10-29T11:06+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
პოლიტიკა
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284231039_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_10cf97e84f20d0dfe3aae7ef02cb5eb4.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის არმია ღაზის საავადმყოფო „ალ-შიფას“ აკონტროლებს, იუწყება BBC თვითმხილველ რეპორტიორზე დაყრდნობით.როგორც ჟურალისტი ამბობს, ისრაელელი სამხედროები პალატიდან პალატაში, სართულიდან სართულზე დადიან ექიმებისა და არაბული ენის მცოდნეების თანხლებით და პერსონალსა და პაციენტებს კითხავენ. საავადმყოფოს თავშეფარებული მოსახლეობა კი შიდა ეზოში შეკრიბეს და ზოგი მათგანი გაჩხრიკეს.„ალ-შიფა“ ღაზის სექტორის ყველაზე დიდი საავადმყოფოა. ისრაელიცა და აშშ-იც აცხადებენ, რომ ჰამასს იქ სამეთაურო ბაზა აქვს, რასაც ჰამასი უარყოფს.მანამდე სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ტელეკომპანია Al Jazeera-ს ჟურნალისტი და ასაკოვანი პალესტინელი პაციენტი არიან აღბეჭდილი ინტერვიუს დროს. კადრებში ჩანს, როგორ კარგავს რეპორტიორი ინტერესს პაციენტის მიმართ და მკვეთრად აწყვეტინებს საუბარს მას შემდეგ, რაც ის უხერხულ კითხვას სვამს.მანამდე ცაჰალმა დაადასტურა, რომ „დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საავადმყოფო ალ-შიფაში წერტილოვან და მიზანმიმართულ ოპერაციას ატარებს ჰამასის წინააღმდეგ“.პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის (PA) ჯანდაცვის მინისტრმა მაი ალ-კაილამ ისრაელი „კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ ახალი დანაშაულის ჩადენაში“ დაადანაშაულა საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გამო.
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284231039_170:0:2899:2047_1920x0_80_0_0_9dffb7e167535191f22ceb82c01cd263.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, ისრაელი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, ისრაელი
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის არმია ღაზის საავადმყოფო „ალ-შიფას“ აკონტროლებს, იუწყება BBC თვითმხილველ რეპორტიორზე დაყრდნობით.
როგორც ჟურალისტი ამბობს, ისრაელელი სამხედროები პალატიდან პალატაში, სართულიდან სართულზე დადიან ექიმებისა და არაბული ენის მცოდნეების თანხლებით და პერსონალსა და პაციენტებს კითხავენ. საავადმყოფოს თავშეფარებული მოსახლეობა კი შიდა ეზოში შეკრიბეს და ზოგი მათგანი გაჩხრიკეს.
„ისრაელის სამხედროები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და ამასთან არანაირი სროლები არ მიდის“, — აღნიშნა თვითმხილველმა.
„ალ-შიფა“ ღაზის სექტორის ყველაზე დიდი საავადმყოფოა. ისრაელიცა და აშშ-იც აცხადებენ, რომ ჰამასს იქ სამეთაურო ბაზა აქვს, რასაც ჰამასი უარყოფს.
მანამდე სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ტელეკომპანია Al Jazeera-ს ჟურნალისტი და ასაკოვანი პალესტინელი პაციენტი არიან აღბეჭდილი ინტერვიუს დროს. კადრებში ჩანს, როგორ კარგავს რეპორტიორი ინტერესს პაციენტის მიმართ და მკვეთრად აწყვეტინებს საუბარს მას შემდეგ, რაც ის უხერხულ კითხვას სვამს.
„ჰამასის ტერორისტების საყვარელმა არხმა „ალ-ჯაზირამ“ ინტერვიუ აიღო ღაზის საავადმყოფოში პალესტინელისგან, რომელმაც დასვა კითხვა: „რატომ იმალება ჰამასი ჩვენ შორის? რატომ ჯოჯოხეთში არ მიდიან და იქ რატომ არ იმალებიან?“ ჟურნალისტმა მკვეთრად შეაწყვეტინა მას“, — ნათქვამია ვიდეოს განმარტებაში.
მანამდე ცაჰალმა დაადასტურა, რომ „დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საავადმყოფო ალ-შიფაში წერტილოვან და მიზანმიმართულ ოპერაციას ატარებს ჰამასის წინააღმდეგ“.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის (PA) ჯანდაცვის მინისტრმა მაი ალ-კაილამ ისრაელი „კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ ახალი დანაშაულის ჩადენაში“ დაადანაშაულა საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გამო.