https://sputnik-georgia.com/20260917/-puladi-gzavnilebi-saqartveloshi-statistika-ganaxlda-300637019.html
ფულადი გზავნილები საქართველოში წლის დასაწყისიდან - სტატისტიკა განახლდა
ფულადი გზავნილები საქართველოში წლის დასაწყისიდან - სტატისტიკა განახლდა
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია. 17.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-17T10:55+0400
2026-09-17T10:55+0400
2026-09-17T10:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქსტატი
სოციალური სფერო საქართველოში
რუსეთი
აშშ
იტალია
საბერძნეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_0:134:2000:1259_1920x0_80_0_0_b306d9ab28682653cfd05140dbcec2a5.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4%-ით გაიზარდა და 2,55 მლრდ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 296,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 11,6%-ია. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 2,6%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში.რუსეთიდან აგვისტოში გზავნილების მოცულობა შემცირდა2026 წლის აგვისტოში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 8,2%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 295,1 მლნ დოლარი შეადგინა.აგვისტოში რუსეთიდან 5,07 მლნ დოლარი გადმოირიცხა - გზავნილების მთლიანი მოცულობის 1,7%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87,7%-ით ნაკლებია.რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიაგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33,6 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,8%-ით ნაკლებია.2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოდან საზღვარგარეთ 285,5 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 8,3%-ით მეტია 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე.
საქართველო
აშშ
იტალია
საბერძნეთი
გერმანია
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_72:0:1929:1393_1920x0_80_0_0_3f3f2f6fe1975351a9c30b19fc01bc3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი, სოციალური სფერო საქართველოში, რუსეთი, აშშ , იტალია , საბერძნეთი , გერმანია , ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი, სოციალური სფერო საქართველოში, რუსეთი, აშშ , იტალია , საბერძნეთი , გერმანია , ისრაელი
ფულადი გზავნილები საქართველოში წლის დასაწყისიდან - სტატისტიკა განახლდა
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4%-ით გაიზარდა და 2,55 მლრდ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2026 წლის იანვარი-აგვისტო
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
აშშ | 487,6 | 10,3 |
იტალია | 436 | 7,7 |
რუსეთი | 296,9 | -2,6 |
გერმანია | 228,9 | 13,4 |
ისრაელი | 220,1 | 21,1 |
იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 296,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 11,6%-ია. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 2,6%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში.
რუსეთიდან აგვისტოში გზავნილების მოცულობა შემცირდა
2026 წლის აგვისტოში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 8,2%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 295,1 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2026 წლის აგვისტო
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
აშშ | 64,1 | 8,2 |
იტალია | 55,2 | 3,5 |
გერმანია | 31,3 | 6,9 |
საბერძნეთი | 28,2 | 12,4 |
ისრაელი | 27,9 | 24,9 |
აგვისტოში რუსეთიდან 5,07 მლნ დოლარი გადმოირიცხა - გზავნილების მთლიანი მოცულობის 1,7%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87,7%-ით ნაკლებია.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33,6 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,8%-ით ნაკლებია.
2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოდან საზღვარგარეთ 285,5 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 8,3%-ით მეტია 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე.