საქართველო წარმატებით ყიდის წვენებს: ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliწვენები
წვენები - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2026
გამოწერა
წვენების ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის პირველ რვა თვეში საქართველოდან20,9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 13.400 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენი გავიდა ექსპორტზე, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წვენების ექსპორტის მოცულობა 40%-ით, ხოლო მათი ღირებულება 35%-ით გაიზარდა.
ექსპორტირებული წვენების მეოთხედი აშშ-ში გავიდა. ქართული წარმოების წვენების სხვა მსხვილ ექსპორტიორებს შორისაა ავსტრალია (19%), რუსეთი (13%), გერმანია (9%) და ისრაელი (7%).
ყველა ახალი ამბავი
0