https://sputnik-georgia.com/20260329/iranis-elchi-ispahanshi-ramdenime-iraneli-qartvelo-daigupa-297854232.html
ირანის ელჩი: ისპაჰანის უბნებზე თავდასხმების დროს წარმოშობით ქართველი ირანელები დაიღუპნენ
ირანის ელჩი: ისპაჰანის უბნებზე თავდასხმების დროს წარმოშობით ქართველი ირანელები დაიღუპნენ
Sputnik საქართველო
ირანის ელჩმა გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ განიხილება დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების საქართველოს რომელიმე ეკლესიაში... 29.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-29T16:52+0400
2026-03-29T16:52+0400
2026-03-29T16:52+0400
საქართველო
ისრაელი
აშშ
ირანი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0b/297542753_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_55b3b37c0cae6d828b571e98339897b4.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ქალაქ ისპაჰანის საცხოვრებელ უბნებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შედეგად წარმოშობით რამდენიმე ირანელი ქართველი დაიღუპა, განაცხადა საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ.დაღუპულთა შორის ხუციაშვილების, ონიკაშვილებისა და ასპანაშვილების ოჯახების წევრები არიან. ტრაგედიის შესახებ ელჩის მიერ ფერეიდუნშაჰრის, წარმოშობით ქართველი ირანელებით დასახლებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონის გამგებელთან საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.ირანის ელჩმა გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ განიხილება დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების საქართველოს რომელიმე ეკლესიაში ან მეჩეთში ჩატარების შესაძლებლობა.აღნიშნული სამძიმრის წიგნი შემდეგ გაიგზავნება ფერეიდუნშაჰრის (წარმოშობით ქართველ ირანელთა მშობლიური კერა) მუზეუმში, სადაც ის დაცული იქნება, როგორც ორი ხალხის ისტორიული ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტი.„ჩემი მხრივ, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გამოვხატავ სრულ მზაობას, ვითანამშრომლო ასეთი ღონისძიების გასამართად ქართველი ხალხის ჩართულობითა და ხელშეწყობით", - განაცხადა მოჯანიმ.28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველო
ისრაელი
აშშ
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0b/297542753_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_08b79caffda59a75faafe124cb42ebb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი , აშშ , ირანი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი , აშშ , ირანი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
ირანის ელჩი: ისპაჰანის უბნებზე თავდასხმების დროს წარმოშობით ქართველი ირანელები დაიღუპნენ
ირანის ელჩმა გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ განიხილება დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების საქართველოს რომელიმე ეკლესიაში ან მეჩეთში ჩატარების შესაძლებლობა.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ქალაქ ისპაჰანის საცხოვრებელ უბნებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შედეგად წარმოშობით რამდენიმე ირანელი ქართველი დაიღუპა, განაცხადა საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ.
დაღუპულთა შორის ხუციაშვილების, ონიკაშვილებისა და ასპანაშვილების ოჯახების წევრები არიან. ტრაგედიის შესახებ ელჩის მიერ ფერეიდუნშაჰრის, წარმოშობით ქართველი ირანელებით დასახლებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონის გამგებელთან საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ირანის ელჩმა გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ განიხილება დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების საქართველოს რომელიმე ეკლესიაში ან მეჩეთში ჩატარების შესაძლებლობა.
საქართველოს მოქალაქეებს თბილისში არსებულ ირანის საელჩოში პარასკევს, 3 აპრილს, 10:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას - საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დატოვონ ჩანაწერი.
აღნიშნული სამძიმრის წიგნი შემდეგ გაიგზავნება ფერეიდუნშაჰრის (წარმოშობით ქართველ ირანელთა მშობლიური კერა) მუზეუმში, სადაც ის დაცული იქნება, როგორც ორი ხალხის ისტორიული ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტი.
„ჩემი მხრივ, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გამოვხატავ სრულ მზაობას, ვითანამშრომლო ასეთი ღონისძიების გასამართად ქართველი ხალხის ჩართულობითა და ხელშეწყობით", - განაცხადა მოჯანიმ.
28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.