ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში სიფრთხილისკენ მოუწოდეს

© photo: Sputnik / Stringerისრაელი და საქართველო - ეროვნული სიმბოლოები და დროშები
ისრაელი და საქართველო - ეროვნული სიმბოლოები და დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2026
გამოწერა
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ (NSC) ტურისტებს ურჩია, თავი აარიდონ ხალხმრავალ ღონისძიებებსა და იუდაიზმთან ასოცირებულ ადგილებს, ირანთან კონფლიქტის ფონზე ტერორაქტების გაზრდილი საფრთხის გამო.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ისრაელის მოქალაქეებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტთან დაკავშირებით მოუწოდეს, რომ საქართველოში სიფრთხილე გამოიჩინონ, ნათქვამია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (NSC) განცხადებაში მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით.
2026 წელს პასექის დღესასწაული 1 აპრილს მზის ჩასვლისას დაიწყება და 8 აპრილის საღამომდე გაგრძელდება.
საქართველოში, ისევე როგორც ირანის მოსაზღვრე ქვეყნებში, ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა ისრაელთან ან იუდაიზმთან ასოცირებულ ადგილებში გამართულ ღონისძიებებში, მათ შორის სადღესასწაულო სადილებში, იმ საფრთხის გამო, რომ ისინი ირანული ელემენტების თავდასხმების სამიზნე შეიძლება გახდნენ.

"ირანთან მიმდინარე ომი ზრდის ტერორიზმის საფრთხეს ისრაელის საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების წინააღმდეგ. ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა ან თავიდან იქნა აცილებული, რომლებიც ორგანიზებული იყო ირანისა და მასთან ასოცირებული პირების, ასევე ირანის გავლენის ქვეშ მოქმედი ტერორისტების მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ასევე ურჩევს მოქალაქეებს, წინასწარ შეამოწმონ მის ვებსაიტზე სხვადასხვა ქვეყნაში სამოგზაუროდ წასასვლელად საფრთხის დონეები და ასევე დაიცვან რეკომენდაციები საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად.
საქართველო ისრაელის მოქალაქეებისთვის პოპულარული ტურისტული ადგილია. ისრაელის მოქალაქეები 2025 წელს იმ ქვეყანების ხუთეულში იყვნენ, საიდანაც ვიზიტორები საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ. 2025 წელს ქვეყანას 402.400 ისრაელის მოქალაქე ეწვია, რაც 29,4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
გარდა ამისა, ისრაელის მოქალაქეები იმ ქვეყნების ხუთეულში არიან, რომლებსაც საქართველოსთვის ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მოაქვთ. 2025 წელს ისრაელის მოქალაქეებმა საქართველოში 586,3 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს.
ყველა ახალი ამბავი
0