გურია არის მხარე დასავლეთ საქართველოში. გურიის მხარეშე შედის ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ოზურგეთი. გურიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, სამხრეთით აჭარა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იმერეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამცხე-ჯავახეთი. დასავლეთით შავი ზღვის სანაპირო ზოლი აქვს. გურიაში მდებარეობს რამდენიმე არქიტექტურული ძეგლი. მათ შორის აღსანიშნავია ვაშნარის ნაქალაქარი, ოზურგეთში აღმოჩენილი ოზურგეთის აბანოების ნაშთები, ასკანის, ბუკისციხის, ლიხაურის ციხეები. გურიაში არის ათი მუზეუმი, მათ შორის ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში და სხვა. გურიაში არის რამდენიმე კურორტი: ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი, ბახმარო, ნაბეღლავი. გურია ცნობილია ურთულესი ხალხური პოლიფონიური მუსიკით.
ახალი ამბები გურიის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.