ბახმაროში იაპონელი ტურისტი ქალი გააუპატიურეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2026
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა გურიაში გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი იაპონიის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა - შემთხვევა კურორტ ბახმაროზე რამდენიმე დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. 28 წლის დაზარალებულმა ქალმა სამართალდამცავებს ჩვენება უკვე მისცა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0