ოზურგეთში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2026
გამოწერა
ოთხი მოზარდი სტაციონარში არის მოთავსებული, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში (წითელმთაში) ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გომისკენ მიმავალი მინივენი წვიმიან გზაზე მოცურდა და ჯებირს შეეჯახა. როგორც ირკვევა, მანქანას არასრულწლოვანი მართავდა. ავტომობილში 5 მოზარდი იმყოფებოდა.
არასრულწლოვანი გოგო ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" გადაყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
ოთხი მოზარდი სტაციონარში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.
„ერთი გარდაიცვალა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, ოთხი მოზარდი კი კლინიკაში რჩება და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება”, - განაცხადეს კლინიკა „მედალფაში“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 16 წლის გოგო სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0