https://sputnik-georgia.com/20260717/awarasa-da-guriasi-ukanonod-moqmedi-valutis-gadamcvleli-22-punqti-gamoavlines-299685415.html
აჭარასა და გურიაში უკანონოდ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი 22 პუნქტი გამოავლინეს
აჭარასა და გურიაში უკანონოდ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი 22 პუნქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. 17.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-17T16:19+0400
2026-07-17T16:19+0400
2026-07-17T16:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
გურია
შემთხვევები საქართველოში
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822758_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_1255297fa9c393f42b4cfe6903d956cf.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარისა და გურიის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი 22 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მოწყობილი იყო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და საქმიანობდა ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე. უწყების ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ერთდროულად 22 ლოკაციაზე ჩატარდა, რა დროსაც ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და ვალუტის კონვერტაციისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი. ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 500 ათას ლარს აღემატება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
საქართველო
აჭარა
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822758_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_3c57f13459bd62235059fe98f9e549f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , გურია , შემთხვევები საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , გურია , შემთხვევები საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
აჭარასა და გურიაში უკანონოდ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი 22 პუნქტი გამოავლინეს
ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარისა და გურიის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი 22 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მოწყობილი იყო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და საქმიანობდა ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
უწყების ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ერთდროულად 22 ლოკაციაზე ჩატარდა, რა დროსაც ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და ვალუტის კონვერტაციისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი.
ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 500 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.