https://sputnik-georgia.com/20260412/guriashi-leloburti-ar-gaimarteba-298080534.html
წელს გურიაში ტრადიციული ლელობურთი არ გაიმართება
წელს გურიაში ტრადიციული ლელობურთი არ გაიმართება
Sputnik საქართველო
2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 12.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-12T12:15+0400
2026-04-12T12:15+0400
2026-04-12T12:15+0400
საქართველო
საზოგადოება
აღდგომა
გურია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23564/41/235644102_0:28:2000:1153_1920x0_80_0_0_d5e9d4f0a2ce321c717e49a0a65e14b2.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. წელს, ტრადიციული ლელობურთი, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ყოველწლიურად აღდგომის დღეს იმართება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, არ გაიმართება.აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოცხადებულ გლოვას უკავშირდება.ლელო – გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბის წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.უძველესი ტრადიციათითქმის ორასი წელია გურულები ლელობურთს შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ.ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირთან ახლოს დადებს.2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.ლელობურთის თამაში შუხუთელებს ისტორიაში მხოლოდ სამჯერ არ გაუმართავთ — პირველად 1989 წელს, 9 აპრილის ტრაგედიის გამო, შემდეგ კი 2020 და 2021 წლებში, პანდემიის პერიოდში.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23564/41/235644102_127:0:1904:1333_1920x0_80_0_0_770d9cdd37887de4b6027b7dc2eb5534.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, აღდგომა , გურია , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, აღდგომა , გურია , ახალი ამბები
წელს გურიაში ტრადიციული ლელობურთი არ გაიმართება
2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. წელს, ტრადიციული ლელობურთი, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ყოველწლიურად აღდგომის დღეს იმართება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, არ გაიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოცხადებულ გლოვას უკავშირდება.
ლელო – გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბის წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.
თითქმის ორასი წელია გურულები ლელობურთს შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ.
ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირთან ახლოს დადებს.
2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.
ლელობურთის თამაში შუხუთელებს ისტორიაში მხოლოდ სამჯერ არ გაუმართავთ — პირველად 1989 წელს, 9 აპრილის ტრაგედიის გამო, შემდეგ კი 2020 და 2021 წლებში, პანდემიის პერიოდში.