შეკვეთილში ორი ავტომობილი გაქურდეს: დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის თანამშრომლები
პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2026
გამოწერა
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოზურგეთში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილში სხვადასხვა დროს სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით ორი ავტომობილის კარი გააღო და თანხა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0