https://sputnik-georgia.com/20260814/satanado-mxardawera-da-gverdsi-dgoma-ver-vigrzeni-ozurgetis-meri-gadadga-300120226.html
"სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვერ ვიგრძენი": ოზურგეთის მერი გადადგა
"სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვერ ვიგრძენი": ოზურგეთის მერი გადადგა
Sputnik საქართველო
როგორც კუნჭულიამ აღნიშნა, მისთვის რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა. 14.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-14T16:45+0400
2026-08-14T16:45+0400
2026-08-14T21:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
გურია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/12/262969912_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_b4c13afe1cdf0bac94ce614949aefd84.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. პაატა კუნჭულია ოზურგეთის მერად 2025 წლის ოქტომბერში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. როგორც კუნჭულია წერს, თანამდებობის პირებისგან სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვერ დაინახა. "საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი. ბიუჯეტის ათვისების და პროექტების განხორციელების მაჩვენებლით დღეს ოზურგეთი საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის პირველ სამეულშია. ვამაყობ იმ შედეგით, რომელსაც ამ მცირე დროის პერიოდში მივაღწიეთ", - აღნიშნა ოზურგეთის ყოფილმა მერმა. როგორც პაატა კუნჭულიამ განაცხადა, აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, მან გვერდში დგომა ვერ იგრძნო. "სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა", - დაწერა მან სოციალურ ქსელში. ყოფილმა მერმა მადლობა გადაუხადა ოზურგეთელებს, თანაგუნდელებსა და მმართველ გუნდსა და ლიდერებს და აღნიშნა, რომ "დარჩება "ქართული ოცნების" ერთგულ, რიგით ჯარისკაცად". კუნჭულიას წინამორბედი ოზურგეთის მერის პოსტზე ავთანდილ თალაკვაძე იყო.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/12/262969912_179:0:2910:2048_1920x0_80_0_0_fd48724ecc4a405fde67bdc3b0db130e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გურია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გურია
"სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვერ ვიგრძენი": ოზურგეთის მერი გადადგა
16:45 14.08.2026 (განახლებულია: 21:45 14.08.2026) როგორც კუნჭულიამ აღნიშნა, მისთვის რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
პაატა კუნჭულია ოზურგეთის მერად 2025 წლის ოქტომბერში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.
როგორც კუნჭულია წერს, თანამდებობის პირებისგან სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვერ დაინახა.
"საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი. ბიუჯეტის ათვისების და პროექტების განხორციელების მაჩვენებლით დღეს ოზურგეთი საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის პირველ სამეულშია. ვამაყობ იმ შედეგით, რომელსაც ამ მცირე დროის პერიოდში მივაღწიეთ", - აღნიშნა ოზურგეთის ყოფილმა მერმა.
როგორც პაატა კუნჭულიამ განაცხადა, აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, მან გვერდში დგომა ვერ იგრძნო.
"სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ყოფილმა მერმა მადლობა გადაუხადა ოზურგეთელებს, თანაგუნდელებსა და მმართველ გუნდსა და ლიდერებს და აღნიშნა, რომ "დარჩება "ქართული ოცნების" ერთგულ, რიგით ჯარისკაცად".
კუნჭულიას წინამორბედი ოზურგეთის მერის პოსტზე ავთანდილ თალაკვაძე იყო.