ოზურგეთში მოზარდის ცემისთვის ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2025
გამოწერა
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik.ოზურგეთში, ანსამბლ „ორბის" ქორეოგრაფი კირილე (კიკალო) ყალიჩავა მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. დაშავებულ არასრულწლოვან ბიჭს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლს ედავება.
კირილე (კიკალო) ყალიჩავა ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0