https://sputnik-georgia.com/20260131/cxubi-restoransi-policielis-cemis-faqtze-mimalvasi-myofi-ori-piri-daakaves-296903895.html
ჩხუბი რესტორანში: პოლიციელის ცემის ფაქტზე მიმალვაში მყოფი 2 პირი დააკავეს
ჩხუბი რესტორანში: პოლიციელის ცემის ფაქტზე მიმალვაში მყოფი 2 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
შსს-ს ცნობით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე. 31.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-31T14:34+0400
2026-01-31T14:34+0400
2026-01-31T14:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
გურია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458144_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_173b42cdaf02fd40ee91e9b5c0c664b5.jpg
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოზურგეთში პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემთხვევა მიმდინარე წლის 27 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები მიიღოპოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მიმალვაში მყოფი 20 და 29 წლის პირები დღეს, 31 იანვარს თბილისში ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში. რაც შეეხება ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30.000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458144_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_7bc5af53471e0b8cd6ed8d7157b58010.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გურია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გურია
ჩხუბი რესტორანში: პოლიციელის ცემის ფაქტზე მიმალვაში მყოფი 2 პირი დააკავეს
შსს-ს ცნობით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე.
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოზურგეთში პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 27 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები მიიღო
პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მიმალვაში მყოფი 20 და 29 წლის პირები დღეს, 31 იანვარს თბილისში ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში.
რაც შეეხება ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30.000-ლარიანი გირაო შეუფარდა.