ეგვიპტე, ოფიციალურად ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა – ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში (სინაის ნახევარკუნძული). ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, წითელ ზღვას, ისრაელს, სუდანსა და ლიბიას. ეგვიპტე აფრიკასა და დასავლეთ აზიაში ერთ–ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანაა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად. საჰარას უდაბნოს ტერიტორია, ფაქტობრივად, დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს ქვეყნის დიდ ქალაქებსა და ნილოსის დელტაში. ეგვიპტე უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა, რომელიც დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში და დასრულდა ახალი წელთაღრიცხვით 332 წელს. ეგვიპტე ცნობილია პირამიდებით, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. ქვეყნის დედაქალაქია კაირო, რომლის ღირსშესანიშაობებია ეროვნული მუზეუმი ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობით, ეგვიპტური მუზეუმი, ლუქსორი თავისი ლუქსორისა და კარნაკის ტაძრებით, ელ–გიზა – პირამიდებით, დიდი სფინქსით და სხვა. ეგვიპტის სახელმწიფო მეთაურია პრეზიდენტი, ჰყავს ორპალატიანი პარლამენტი. დაყოფილია 28 პროვინციად.

გაეცანით სიახლეებს ბანგლადეშის შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0